png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

კრემლი, სავარაუდოდ, მობილიზაციის მეორე ტალღისთვის ემზადება - ISW

  • მსოფლიო
  • 07.12.2022
  • 12:15
კრემლი, სავარაუდოდ, მობილიზაციის მეორე ტალღისთვის ემზადება - ISW

ამერიკის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ რუსეთის ხელისუფლება უარყოფის მიუხედავად, სავარაუდოდ, მობილიზაციის მეორე ტალღისთვის ემზადება.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ რუსეთის პრეზიდენტის  ადმინისტრაცის მობილიზაციის მეორე ტალღის უარყოფით, ცდილობს ჩააცხროს რუსულ საზოგადოებაში მზარდი უკმაყოფილება.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ კრემლი, როგორც ჩანს შორდება ომის შესახებ შეზღუდულ გაშუქებას, რომელიც მან გამოიყენა რუსეთის ფართო საზოგადოების შეშფოთების შესამცირებლად ომის შესახებ, სავარაუდოდ, იმიტომ, რომ საზოგადოება მომავალი მობილიზაციის ტალღებისთვის მოამზადოს.

ანალიტიკოსები დარწმუნებულნი არიან, რომ კრემლი  რისკავს უფრო მეტად დააზიანოს მის მიმართ ნდობა მობილიზაციის მეორე ტალღის გამოცხადებით, რომლის შესახებაც ოფიციალური წყაროები არ საუბრობენ, თუმცა მას არაოფიციალური პირები განიხილავენ.

„პუტინის გადაწყვეტილება გასცეს ბრძანება მობილიზაციის მეორე ტალღის შესახებ ან უკრაინისთვის ომის ოფიციალურად გამოცხადებაც კი ვერ აღმოფხვრის რუსეთის სამხედრო ძალის შიდა შეზღუდვებს, რომლებიც ხელმისაწვდომია უკრაინაში ომისთვის მოკლევადიან პერიოდში. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მშვიდობიანობის დროს ერთროულად შეუძლია მოამზადოს მხოლოდ 130 ათასამდე წვევამდელი რეკრუტირების ორწლიანი ციკლის განმავლობაში, ამასთან, დიდი სირთულით ცდილობს მოამზადოს მობილიზებულთა დიდი რაოდენობა გაცილებით მოკლე პერიოდში“, - ნათქვამია ინსტიტუტის ინფორმაციაში.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge