png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

საქართველო სოლიდარულია უკრაინის მიმართ, იცის, რა ფასს იხდის უკრაინა თავისუფლებისთვის - სალომე ზურაბიშვილი

  • პოლიტიკა
  • 05.12.2022
  • 19:24
საქართველო სოლიდარულია უკრაინის მიმართ, იცის, რა ფასს იხდის უკრაინა თავისუფლებისთვის - სალომე ზურაბიშვილი

საქართველო არის სოლიდარული უკრაინის მიმართ. საქართველომ იცის, რა ფასს იხდის დღეს უკრაინა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთის პრეზიდენტთან, ანჯეი დუდასთან ერთობლივ ბრიგინგზე განაცხადა.

"მართლაც არის ურთულესი პერიოდი, არამხოლოდ ჩვენთვის, პოლონეთისთვისაც და მთლიანად ევროპისთვის და ვიტყოდი, რომ მსოფლიოსთვის. კიდევ ერთხელ, რუსეთმა აჩვენა თავისი ნამდვილი სახე, გამოავლინა თავისი ექსპანსიონისტური, იმპერიალისტური და აგრესიული სახე და 10 თვეა რაც მიმდინარეობს ეს სასტიკი და უსამართლო ომი უკრაინის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. ამ 10 თვის მანძილზე, უკრაინელმა ხალხმა, მებრძოლებმა, სამხედრო პირებმა და მთელმა საზოგადოებამ გვაჩვენა, თუ რას ნიშნავს ქვეყნის დაცვა. გვაჩვენა, თუ რას ნიშნავს თავისუფლების დაცვა და არამხოლოდ თავიანთი თავისუფლების, არამედ მთელი ევროპის და ჩვენი, საქართველოს, როგორც ამ სივრცის ნაწილის. თავისუფლების დაცვა ნიშნავს იმას, რომ მთელი საზოგადოება არის გაერთიანებული და მე ამას ვამბობ არა მხოლოდ ზოგადად, არამედ ამას ვამბობ საქართველოსთვის, მაგილითია, როცა ერთიანი არის ქვეყანა, პოლარიზაცია გვერდზე არის გადადებული, ის რაც გვაპირისპირებს ერთმანეთთან. ამ დროს შეუძლია ქვეყანას, რომ ყველაფერს გაუძლოს...

საქართველო არის სოლიდარული უკრაინის მიმართ. საქართველომ იცის, რა ფასს იხდის დღეს უკრაინა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, რამეთუ საქართველომ ეს ფასი გადაიხადა, იცის, რომ ჩვენი მომავალი არის ერთი. მთელი ქვეყნის პოზიციაა, რომ საქართველო სოლიდარული უნდა იყოს უკრაინის, არ შეიძლება, რომ საქართველომ მხარი არ დაუჭიროს თავის შესაძლებლობის ფარგლებში. ყველამ ვიცით, საქართველოს არ აქვს პოტენციალი, რომ ჩაერთოს ამ ომში და ეს არც იქნებოდა სწორი. მინდა ყველა მოგიწვიოთ და ნახოთ საქართველოს და თბილისის ქუჩებში როგორ გამოიხატება საქართველოს სოლიდარობა.

მინდა გამოვიყენო ეს ტრიბუნა და აქედან მივაგო პატივი იმ ქართველ მებრძოლებს, ვინც საკუთარი ნებით და თავდადებით არიან ჩართულები მეგობარ და ძმა უკრაინელების ბრძოლაში. ჩვენ 33 ქართველი დავკარგეთ და მათი ხსოვნა უკვდავი იქნება. ეს ნამდვილად ისტორიული ბრძოლაა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge