png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

კვირიკაშვილი: ძალიან მნიშვნელოვანია, მთავრობა უსმენდეს კერძო სექტორს

  • ეკონომიკა
  • 04.03.2016
  • 16:42
კვირიკაშვილი: ძალიან მნიშვნელოვანია, მთავრობა უსმენდეს კერძო სექტორს

ძალიან მნიშვნელოვანია, მთავრობა უსმენდეს კერძო სექტორს; განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესის მოსმენა და მათთვის საჭირბოროტო საკითხების გადაწყვეტა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ბიზნესმენებთან ძალიან საინტერესო და საჭირო შეხვედრა შედგა.

„ჩვენი პრიორიტეტია, რაც შეიძლება მეტი არაცნობადი სახე იყოს ასეთ შეხვედრებზე“,- განაცხადა პრემიერმა.

შეხვედრაზე დაისვა ადმინისტრაციული და საგადასახადო, ასევე - ფინანსებზე წვდომის გამარტივების საკითხები.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საუბარი შეეხო რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმას, რომლის უმნიშვნელოვანესი ნაწილია მოგების გადასახადის გაუქმება და საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივება.

„შევეცდებით, მაქსიმალური აქცენტი გავაკეთოთ მცირე მეწარმეებზე, რადგან დასაქმების ეფექტი ასეთ საწარმოებში ძალიან მნიშვნელოვანია. ვისაუბრეთ სახელმწიფო შესყიდვების კუთხით მცირე და საშუალო საწარმოებისთვის გარკვეულ შეღავათებზე და სხვა ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე. ასეთი ტიპის შეხვედრები გაგრძელდება, აუცილებლად შეიქმნება მუდმივმოქმედი წარმომადგენლობითი ჯგუფი, რომელიც ამ სექტორის ძალიან მნიშვნელოვან პრობლემებს მუდმივ რეჟიმში სახელმწიფოსთან მოიტანს და ჩვენ, რა თქმა უნდა, მათ წინადადებებს მოვუსმენთ“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge