png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

პუტინი უკრაინასთან მოლაპარაკებით დაინტერესებული არ არის - ISW

  • მსოფლიო
  • 03.12.2022
  • 12:05
პუტინი უკრაინასთან მოლაპარაკებით დაინტერესებული არ არის - ISW

ამერიკის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები დარწმუნებულები არიან, რომ რუსეთის პრეზიდენტი უკრაინასთან მოლაპარაკებით დაინტერესებული არ არის.

ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ პუტინის რიტორიკა იმაზე მიანიშნებს, რომ ის არ არის დაინტერესებული უკრაინასთან სერიოზული მოლაპარაკებით და ომთან დაკავშირებით მაქსიმალურ მიზნებს ინარჩუნებს.

ინსტიტუტში ვარაუდობენ, რომ პუტინი, ლავროვი და პესკოვი მოლაპარაკების შესახებ აკეთებდნენ განცხადებებს, რათა დასავლელი ოფიციალური პირებისთვის შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ მოლაპარაკებაზე რუსეთის დათანხმება შესაძლებელია.

ISW-ში ფიქრობენ, რომ  კრემლს, სავარაუდოდ, განზრახული აქვს შექმნას დინამიკა, რომლის მიხედვით დასავლეთის ოფიციალური პირები შესთავაზებენ დათმობებს იმ იმედით, რომ მას მოლაპარაკებეზე დაითანხმებენ და ამასთან, რუსეთის მხრიდან არ მიიღებენ მოთხოვნას წინასწარი დათმობების შესახებ.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ პუტინის, ლავროვისა და პესკოვის განცხადებები მიანიშნებს იმაზე, თუ როგორი შეიძლება იყოს ზოგიერთი ასეთი წინასწარი დათმობა: უკრაინისთვის დასავლეთის მხრიდან ფინანსური და სამხედრო დახმარების შემცირება, რუსეთის მიერ უკანონოდ ანექსირებული უკრაინის ტერიტორიების აღიარება და ევროპაში ნატო-სა და დასავლეთის სამხედრო მოქმედებების შეზღუდვა.

ინსტიტუტში აღნიშნავენ, რომ კრემლი მოლაპარაკების ფორმულირებასთან დაკავშირებით ინარჩუნებს ბუნდოვანებას, სავარაუდოდ იმისთვის, რომ დასავლელი ოფიციალური პირები დაარწმუნოს, დაიწყოს მოლაპარაკების პროცესი მკაფიო განმარტების გარეშე - იქნება თუ არა ეს მოლაპარაკებები მიმართული ცეცხლის შეწყვტის, სამშვიდობო პროცესის ან საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებისკენ.

ISW-ში ასკვნიან, რომ რუსეთი მოგებული დარჩებოდა უკრაინასთან და დასავლეთის ქვეყნებთნ დროებითი შეთანხმებით, რომელიც მოიტანდა პაუზას საბრძოლო მოქმედებებში, რაც რუსეთს მისცემდა შესაძლებლობას გაეძლიერებინა შეიარაღებულ ძალები მომავალი სამხედრო ოპერაციებისთვის უკრაინაში მიზნების მაქსიმალურად მისაღწევად.

ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ვინაიდან, პუტინს ცეცხლის შეწყვეტის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი არ გამოუვლენია, კრმელი კი აგრძელებს მოთხოვნების წამოყენებას, რომელიც დასავლეთის სრული კაპიტულაციის ტოლია, მოწმობს იმას, რომ პუტინი მომავლშიც გააგრძელებს ფოკუსირებას უკრაინაში გამარჯვების მისაღწევად.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge