png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ბავშვებმა მე-12 კლასში თუ რეპეტიტორთან არ იარეს, უჭირთ ბარიერის დაძლევა, ეს არის დიდებული განათლების სისტემა, როგორც თქვენ გვიყვებოდით აღტაცებით? - ელისაშვილი

  • პოლიტიკა
  • 01.12.2022
  • 20:02
ბავშვებმა მე-12 კლასში თუ რეპეტიტორთან არ იარეს, უჭირთ ბარიერის დაძლევა, ეს არის დიდებული განათლების სისტემა, როგორც თქვენ გვიყვებოდით აღტაცებით? - ელისაშვილი

პარლამენტში დეპუტატებმა "მინისტრის საათის" ფორმატში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს მოუსმინეს. სიტყვით გამოსვლის შემდეგ, მინისტრმა ცალკეული დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა. 

ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის კითხვა რეპეტიტორებს შეეხებოდა. ელისაშვილის თქმით, განათლების სისტემაში დიდი ჩავარდნაა, რადგან ეროვნული გამოცდებისთვის ბავშვების მომზადებას სკოლები ვერ უზრუნველყოფენ და მშობლებს ამისთვის დამატებით თანხის გადახდა უწევთ. 

"31 წელია დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ და საბჭოთა კავშირი დაიშალა, მაგრამ საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული დღემდე, ბოლო კლასში მშობლებმა რეპეტიტორთან თუ არ წავიყვანეთ ბავშვები, გამოცდების ჩაბარება უჭირთ. საბჭოთა დროს და 90-იანებში ჩაწყობა და კორუფცია იყო. არაჩვეულებრივი და ძალიან ეფექტური რეფორმა იყო წინა მთავრობის მიერ გატარებული ერთიანი ეროვნული გამოცდების სახით და ახლა ჩაწყობა არ გვჭირდება, ეროვნული გამოცდების სტანდარტები გვაქვს, მაგრამ ბავშვებმა მე-12 კლასში თუ ისევ რეპეტიტორთან არ იარეს, ძალიან უჭირთ ბარიერის დაძლევა. ჩემი უფროსი შვილი დამყავს რეპეტიტორთან და რამდენიმე ათასი ლარი მჭირდება, რომ ორ საგანში მოვამზადო. ეს რას ნიშნავს? ეს არის დიდებული განათლების სისტემა, როგორც თქვენ გვიყვებოდით აღტაცებით? ეს ერთეული შემთხვევა ხომ არ არის? მარტო ჩემ შვილზე ხომ ვერ ვიტყვი, რომ უნიჭოა და ზარმაცია? შეიძლება აინშტაინი არ არის, მაგრამ ჩვეულებრივი, მონდომებული ბავშვია. ასეა ყველა. რატომ უნდა გვჭირდებოდეს ეს? ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ განათლების სისტემაში გვაქვს დიდი ჩავარდნა. სკოლის ბოლო, მე-12 წელი არის პროფანაცია. განათლების სისტემას ისედაც ხომ ვაფინანსებთ ჩვენი გადასახადებიდან? რატომ უნდა სჭირდებოდეთ მშობლებს ჯიბიდან დამატებითი თანხის ამოღება? ეს ხომ ძალიან დიდი ჩავარდნაა? და ამ ფონზე თქვენ ასე კმაყოფილები როგორ ხართ ეს ჩემთვის ცოტა გაუგებარია. თუ ეს ნორმალურია და ყველგან ასეა? ბოლო წელი ყველა თავს ვიტყუებთ, რომ ვითომ რაღაცას აკეთებენ ჩვენი ბავშვები", -  მიმართა მინისტრს ელისაშვილმა

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge