png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ერთი მილიმეტრითაც კი ვერ წავედი წინ, არა მხოლოდ უკრაინასთან დაკავშირებით, დნესტრისპირეთი და მოლდოვა, საქართველო და აფხაზეთი, სირია და ლიბია, დადგა დრო ახალი მიდგომებისთვის - ანგელა მერკელი

  • მსოფლიო
  • 25.11.2022
  • 13:42
ერთი მილიმეტრითაც კი ვერ წავედი წინ, არა მხოლოდ უკრაინასთან დაკავშირებით, დნესტრისპირეთი და მოლდოვა, საქართველო და აფხაზეთი, სირია და ლიბია, დადგა დრო ახალი მიდგომებისთვის - ანგელა მერკელი

გერმანიის ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრა სიურპრიზი არ ყოფილა. ამის შესახებ მერკელმა გერმანულ გამოცემა „შპიგელთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ჩემი სურვილი იყო, რომ ჩემი თანამდებობიდან წასვლის შემდეგ მშვიდობა ყოფილიყო და ამიტომ მიწევდა უკრაინის თემატიკაზე ბევრი მუშაობა. მაგრამ ეს შეჭრა არ იყო სიურპიზი. მინსკის შეთანხმება გაქარწყლდა. 2021 წლის ზაფხულში, ბაიდენისა და პუტინის შეხვედრის შემდეგ, მსურდა პუტინთან, საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონთან და ევროკავშირის საბჭოსთან ერთად უკრაინის საკითხის განსახილველად დამოუკიდებელი ევროპული ფორმატის ჩამოყალიბება. მაგრამ ვიღაც წინააღმდეგი წავიდა, მე კი უკვე ძალა არ მქონდა, რომ ეს დაჟინებით მომეთხოვა, რადგანაც ყველამ იცოდა, რომ შემოდგომაზე მივდიოდი“, – განაცხადა გერმანიის ყოფილმა კანცლერმა.

მისივე თქმით,  2021 წლის აგვისტოში მოსკოვში ვიზიტის დროს მან იგრძნო, რომ პუტინზე გავლენის მოხდენა აღარ შეეძლო.  ყოფილი კანცლერის განცხადებით, პუტინსთვის მოლაპარაკების დროს ერთადერთ რამეს აქვს მნიშვნელოვანი და ეს ძალაა.

ამავე ინტერვიუში მერკელმა განაცხადა, რომ არ ნანობს თანამდებობიდან წასვლის შესახებ.

„ვიღაც ახალი უნდა დაკავებულიყო ამ საქმით. შიდა პოლიტიკის კუთხით ეს საკითხი მომწიფდა და საგარეო პოლიტიკის კუთხითაც. საბოლოო ჯამში, მე ერთი მილიმეტრითაც კი ვერ წავედი წინ, არა მხოლოდ უკრაინასთან დაკავშირებით. დნესტრისპირეთი და მოლდოვა, საქართველო და აფხაზეთი, სირია და ლიბია. დადგა დრო ახალი მიდგომებისთვის“, – აღნიშნა მერკელმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge