png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ვარწმუნებ ყველას, საქართველოს მსგავსი ერთგული დასაყრდენი აშშ-ს და დასავლურ სამყაროს არ ჰყავს რეგიონში - გია ვოლსკი

  • პოლიტიკა
  • 22.11.2022
  • 20:29
ვარწმუნებ ყველას, საქართველოს მსგავსი ერთგული დასაყრდენი აშშ-ს და დასავლურ სამყაროს არ ჰყავს რეგიონში - გია ვოლსკი

ვარწმუნებ ყველას, მათ შორის ამერიკელებს, ელჩსაც და სენატის წევრებსაც, რომ ასეთი სამაგალითო, ერთგული დასაყრდენი, როგორიც საქართველოა, აშშ-ს და და დასავლურ სამყაროს არ ჰყავს ამ რეგიონში და თუნდაც მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში. ჩვენი მეგობრობა არ არის განპირობებული რაღაც პრანჭიაობით და პოლიტიკური კეკლუცობით. ჩვენ ერთად გვიომია, მხარდამხარ გვიომია და კიდევ დავდგებით ერთად, როდესაც საქმე გლობალურ უსაფრთხოებას ეხება, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ პირველი არხის ეთერში განაცხადა.

გია ვოლსკის თქმით, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში პოზიტივს რომ ხედავს, ეს „ქართული ოცნების“ საქმიანობიდან გამომდინარეობს.

ამასთან, ვოლსკიმ დევიდ კრამერის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ გაუგებარია, საქართველომ რა პოზიციიდან დაიხია უკან.

„კრამერის პოზიცია ვიცით. ის არის ამერიკული გვარით ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც წევრია რადიკალური ოპოზიციისა თუ ლიდერი არა. რადგან კრამერმა თქვა, ჩვენ თავი უნდა დავხაროთ და ვთქვათ, რომ დემოკრატიის უკუსვლაა. დღეს, სერგო თეთრაძეზე იყო საუბარი. სულ არ უნდოდა იმ კონკრეტულ ადამიანს, რომ შეეყვანათ და დამიზნებულად, დავალების მიხედვით ემოქმედა სადამსჯელო ჯგუფს, კონკრეტული გვარებიც ვიცით, უსასტიკესად ეწამებინათ და წამებაში მოეკლათ. ეს ერთი შემთხვევა ხომ არ არის? ნუთუ არ იცის კრამერმა, რომ ასეთი ასობით შემთხვევა იყო. საიდან დავიხიეთ უკან. მანდ ჩამოვედით ისევ? თუ მაგ მდგომარეობიდან დავიხიეთ უკან?“, – განაცხადა ვოლსკიმ.

გია ვოლსკის განცხადებით, საქართველო ყველაფერს აკეთებს, რომ ევროპული გზისკენ სვლა წარმატებული იყოს.

„ძალიან კატეგორიული და მძიმე ბრალდებები აქვთ პოლონეთის სასამართლოს მიმართ ევროკავშირში, ევროსაბჭოს, ევროკომისიას, სანქციები დაადეს და ჩაუკეტეს ტრანში. რატომ? იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ პოლონეთის ინტერესები უფრო მაღლაა, ვიდრე ევროკავშირის კანონები. მე კი არ ვამბობ, რომ კანონებს უნდა მოვწყდეთ, ჩვენ სინქრონიზაციაზე ვმუშაობთ ამდენი წელია და ბევრი სამუშაო გაკეთებული. არის ეს დამოკიდებულება და არ ვფიქრობ, რომ ამაში არაჯანსაღი არაფერი არ არის. ვიშეგრადის სხვა ქვეყნები ნახეთ, შიგნით არსებობს აზრთა სხვადასხვაობა. მინდა, იმედი გამოვთქვა, რომ დონფრიდიც და თვითონ სენატის კომისიაც საქართველოსთვის იღწვიან. ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ ამასთან დაკავშირებით. ვარწმუნებ ყველას, მათ შორის ამერიკელებს, ელჩსაც და სენატის წევრებსაც, რომ ასეთი სამაგალითო, ერთგული დასაყრდენი, როგორიც საქართველოა, აშშ-ს და და დასავლურ სამყაროს არ ჰყავს ამ რეგიონში და თუნდაც მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში. აქედან გამომდინარე, ჩვენი მეგობრობა არ არის განპირობებული რაღაც პრანჭიაობით და პოლიტიკური კეკლუცობით. ჩვენ ერთად გვიომია, მხარდამხარ გვიომია და კიდევ დავდგებით, როდესაც საქმე გლობალურ უსაფრთხოებას ეხება საკითხი. ერთი თემაა, რაც დევიდ კრამერს განსაკუთრებთ უნდა ახსოვდეს, ლომის წვლილი იმაში, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი პოზიტიურს ხედავს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში, იმ საქმიანობიდან გამომდინარეობს, რომელიც „ქართული ოცნებამ“ გასწია წლების მანძილზე“, – განაცხადა ვოლსკიმ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge