png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

აზიის განვითარების ბანკსა (ADB) და საქართველოს ბანკს შორის მცირე ზომის ბიზნესების ხელშეწყობის მიზნით მიწოდების ჯაჭვის დაფინანსებაზე შეთანხმება გაფორმდა

  • ბიზნესი
  • 22.11.2022
  • 13:45
აზიის განვითარების ბანკსა (ADB) და საქართველოს ბანკს შორის მცირე ზომის ბიზნესების ხელშეწყობის მიზნით მიწოდების ჯაჭვის დაფინანსებაზე შეთანხმება გაფორმდა

საქართველოს ბანკი პარტნიორებთან ერთად ბიზნესების გაძლიერების ხელშეწყობას აგრძელებს. ამ მიზნით, აზიის განვითარების ბანკთან ერთად ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც მოხდება საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა და მათთვის მიწოდების ჯაჭვის დაფინანსება. მსგავსი ხელშეკრულება აზიის განვითარების ბანკისთვის (ADB) აზიის მასშტაბით პირველია და ის საქართველოს ბანკთან გაფორმდა.

მიწოდების ჯაჭვის დაფინანსება მცირე და საშუალო ზომის  ბიზნესებს საბრუნავი კაპიტალით მსხვილ კორპორაციებთან ურთიერთობების ბერკეტს აძლევს. საქართველოს ბანკისა და ADB-ის ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების პროგრამა (TSCFP) მცირე ბიზნესისთვის არსებულ კორპორატიულ რისკს გაიზიარებს, რაც მეწარმეებს მისცემს შესაძლებლობას, უფრო მეტად განვითარდნენ და გაძლიერდნენ. ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების პროგრამა არის საქართველოსთვის ორწლიანი ტექნიკური დახმარების პროგრამა, რომელიც ასევე ხორციელდება აზიის განვითარებად ქვეყნებში.

„ეს შეთანხმება კიდევ უფრო აფართოვებს საქართველოს ბანკთან პარტნიორობას, რომელიც

მიწოდების ჯაჭვის დაფინანსებაზე, ჯერ კიდევ  2011 წელს დაიწყო “, - განაცხადა სტივენ ბეკმა, TSCFP-ის ხელმძღვანელმა. „მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების ხელშეწყობის ის სტრატეგია, რომელიც გვაქვს ჩვენს პარტნიორ ბანკებთან, მიმართულია იმისკენ, რომ მცირე კომპანიებმა აითვისონ  განვითარებადი აზიის ბაზრები,  მონაწილეობა მიიღონ მიწოდების გლობალურ ქსელებში, რაც მათ ხელს შეუწყობს მასშტაბირებასა და ზრდაში, იმაში რომ შექმნან ახალი სამუშაო ადგილები. გვაქვს მოლოდინი, რომ ეს შეთანხმება იქნება ერთერთი იმ მრავალი გარიგებიდან, რომელიც გააუმჯობესებს თამაშის წესებს იმ მცირე კომპანიებისთვის, რომლებიც ქმნიან სამუშაო ადგილებს განვითარებად აზიაში, ”- დასძინა სტივენ ბეკმა.

”საქართველოს ბანკისთვის მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სწორედ ამ მიზანს ემსახურება ბანკსა და მის მრავალწლიან პარტნიორს, აზიის განვითარების ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც მიმართულია მცირე ზომის ბიზნესების კიდევ უფრო გაძლიერებისთვის და მათთვის ახალი ბაზრების ათვისების ხელშეწყობისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ცოდნა, ექსპერტიზა და გამოცილება, რაც დაგროვდა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკების სახით, გამოვიყენოთ საქართველოში და ბიზნესებს მივცეთ შესაძლებლობა, ნაკლები რისკით დაიწყონ პარტნიორობა დიდ კორპორაციებთან.  საქართველოს ბანკსა და ADB–ს შორის პარტნიორობა შესაძლებლობას მოგვცემს გავაძლიეროთ ჩვენი პოზიცია, როგორც ფინანსური ინსტიტუტისა, რომელიც ზრუნავს, რათა შექმნას  ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების კიდევ უფრო ხელმისაწვდომი პროდუქტები მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისთვის”, - განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების პროგრამა (TSCFP)  ტრენინგებითა და სხვა ტექნიკური სახის მხარდაჭერით  განვითარებადი აზიის ქვეყნებში ბანკებს აძლევს შესაძლებლობას, უფრო სწრაფად გაიზიარონ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების მიმართულებით.  ADB-ის შეფასებით, ვაჭრობის დაფინანსების მოთხოვნასა და ფინანსურ ხელმისაწვდომობას შორის სხვაობა მინიმუმ 2 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს, რითიც ყველაზე მეტად მცირე და საშუალო ზომის  კომპანიები ზარალდებიან.

აზიის განვითარების ბანკი AAA საკრედიტო რეიტინგით და 250-ზე მეტ პარტნიორ ბანკთან თანამშრომლობით, TSCFP პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფს ვაჭრობისა და მიწოდების ქსელის  ფინანსურ ხელმისაწვდომობას სესხებითა და გარანტიებით, რომლებიც მხარს უჭერს ეკონომიკურ ზრდას და ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად. TSCFP ინიციატივები ხელს უწყობს, რომ  გლობალური ვაჭრობა და მიწოდების ქსელი გახდეს უფრო მწვანე, მდგრადი, ინკლუზიური, გამჭვირვალე და სოციალურად პასუხისმგებლიანი.
 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
  • 17:10
მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
  • 16:59
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
  • 16:57
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
  • 12:43
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
  • 12:31
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
  • 16:47
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge