png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

უკრაინის ხელისუფლების შეცვლა „სპეცოპერაციის“ მიზანი არ არის - პესკოვი

  • მსოფლიო
  • 21.11.2022
  • 14:53
უკრაინის ხელისუფლების შეცვლა „სპეცოპერაციის“ მიზანი არ არის - პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ უკრაინაში ხელისუფლების შეცვლა ე.წ. სპეცოპერაციის მიზანი არ არის. იუწყება რუსული სამთავრობო მედიასაშუალება „ტასი“.

შეკითხვაზე არის თუ არა უკრაინის ხელისუფლების შეცვლა „სპეცოპერაციის“ ერთ-ერთი მიზანი, პესკოვმა უპასუხა; „არა, პრეზიდენტმა უკვე ისაუბრა ამის შესახებ“.

ბრიფინგზე პესკოვს სთხოვეს კომენტარის გაკეთება ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვებზე, რომ მოსკოვს არ სურს მშვიდობის დამყარება, უკრაინის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები კი მხოლოდ იმიტომ სურს, რომ ამოისუნთქოს, პესკოვმა განაცხადა: „რუსეთს სურს თავისი მიზნების მიღწევა და მიაღწევს კიდეც“.

მანამდე, რუსეთის ფედერაციის საბჭოს ვიცე-სპიკერმა კონსტანტინ კოსაჩოვმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობის ნორმალიზება, შესაძლებელია მხოლოდ კიევში ხელისუფლების შცვლის შემდეგ, რადგან ამჟამინდელ ხელისუფლებას არ აქვს მანევრის თავისუფლება და თავისი წინა ქმედებებისა და იდეოლოგიის ტყვეობაშია.

შეგახსენებთ, რუსეთი 24 თებერვალს უკრაინას თავს დაესხა. პუტინმა მას „სპეცოპერაცია“ უწოდა და განაცხადა, რომ მათი მიზანია უკრაინის დემილიტარიზაცია, როელიც თითქოს რუსეთის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.

ამასთან, 25 თებერვალს პუტინმა უკრაინელ სამხედროებს ძალაუფლების ხელში აღებისკენ მოუწოდა, რადგან რუსეთისთვის უფრო მარტივია სამხედროებთან მოლაპარაკება, ვიდრე ხელისუფლებასთან, რომელიც „დაჯდა კიევში და მთელი უკრაინელი ხალხი მძევალდ აიყვანა“.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge