png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ლუჰანსკის რეგიონში უკრაინის არმიასა და რუსეთის საოკუპაციო ძალებს შორის მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს

  • მსოფლიო
  • 21.11.2022
  • 12:15
ლუჰანსკის რეგიონში უკრაინის არმიასა და რუსეთის საოკუპაციო ძალებს შორის მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს

ლუჰანსკის რეგიონში უკრაინის არმიასა და რუსეთის საოკუპაციო ძალებს შორის მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. ინფორმაციას უკრაინული მედია გენშტაბზე დაყრდნობით ავრცელებს. გენშტაბის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალები მედგრად აკავებენ მტრის უპირატეს ძალებს.

ლუჰანსკის რეგიონის დასახლებულ პუნქტ სიროტინოს რაიონში განადგურებულია რუსეთის საოკუპაციო ძალების კოლონები. მოწინააღმდეგის დანაკარგების შესახებ ცნობები ზუსტდება.

 „ლუჰანსკის რეგიონის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე გრძლედება ადგილობრივი მოსახლეობის იძულებითი გადასახლება. კერძოდ, ქალაქ ლუჰანსკში იძულებით გაყვანილია ბელოვოდსკის მოსახლეობა“, - აღნიშნულია გენშტაბის განცხადებაში.

ყველაზე მძიმე ბრძოლები ამჟამად აღმოსავლეთ ფრონტზე  მიმდინარეობს. უკრაინის შეიარაღებული ძალების მონაცემებით, ლუჰანსკის ოლქის გათავისუფლებისათვის სამხედრო ოპერაცია რთული იქნება, რადგან რუსმა ოკუპანტებმა მოასწრეს რეგიონის ტერიტორიაზე გამაგრება და დახმარება მიიღეს ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკიდან მებრძოლებისა და იმ ძალების სახით, რომლებიც ხარკოვის რეგიონიდან გაიქცნენ. ოკუპანტები იკავებენ უკრაინელების ცარიელ სახლებს.

ბოლო მონაცემებით, ლუჰანსკის რეგიონში უკვე გათავისუფლებულია 12 დასახლებული პუნქტი.

ლუჰანსკის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერჰი გაიდაის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები სიფრთხილით მიიწევენ სავატოვოს მიმართულებით. მტერი განიცდის მნიშვნელოვან დანაკარგებს.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge