png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

რუსეთის აგრესიის დაწყებიდან, უკრაინაში 8 311 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა - პროკურატურა

  • მსოფლიო
  • 21.11.2022
  • 11:47
რუსეთის აგრესიის დაწყებიდან, უკრაინაში 8 311 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა - პროკურატურა

უკრაინის გენერალური პროკურატურა აცხადებს, რომ რუსეთის აგრესიის დაწყებიდან უკრაინაში 8 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

ამ დროისათვის უკრაინაში, რუსეთის შეჭრის შემდეგ დაღუპულია სულ მცირე 8 311 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 437 ბავშვი. ამის გარდა, 11 ათასზე მეტი სამოქალაქო პირი დაიჭრა. ამის შესახებ ტელემარათონის დროს უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ანდრეი კოსტინმა განაცხადა. „მაგრამ ჩვენ გვესმის, რომ რეალური რიცხვი გაცილებით მეტია, ზოგიერთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს წვდომა“, - აღნიშნა მან.

კოსტინის თქმით, ბოლო ორ თვეში ხარკოვის, დონეცკისა და ხერსონის გათავისუფლებულ ტერიტორიებზე 700-ზე მეტი დაღუპულის ცხედარი იპოვეს, მათგან 90 პროცენტი სამოქალაქო პირია. „ფაქტობრივად, ხარკოვის ოლქის  ყოველ ქალაქში, ყოველ სოფელში ვპოულობთ ადგილებს, სადაც ხოცავდნენ მშვიდობიან უკრაინელებს“, - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა.

ასევე კოსტინის თქმით, ომის დაწყებიდან უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ აღნუსხა 45 ათასზე მეტი სავარაუდო ომის დანაშაული.

ომის დანაშულებში ბრალდება წარედგინა 216 რუს სამხედრო მოსამსახურეს, მათ შორის 17 სამხედრო ტყვეს, დანარჩენებს კი ბრალი დაუსწრებელად წარედგინათ. სასამართლოში ბრალდებები გაგზავნილია 60 პირის მიმართ,  მათგან 12 უკვე გასამართლებულია.

დანაშაულებს შორის, რომლებშიც რუსი სამხედროები არიან ბრალდებული, არის თავდასხმები დასახლებულ პუნქტებზე, სასტიკი მოპყრობა მშვიდობიანი მოქალქეების მიმართ, სამოქალაქო პირების განზრახ მკვლელობა და  სექსუალური ძალადობა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge