png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

დასანქცირდეს ოლიგარქი ივანიშვილი – EPP-ის რეზოლუცია

  • პოლიტიკა
  • 18.11.2022
  • 19:53
დასანქცირდეს ოლიგარქი ივანიშვილი – EPP-ის რეზოლუცია

ევროპარლამენტში ყველაზე მეტი, 176 ადგილის მქონე ევროპის სახალხო პარტიამ (EPP) მიიღო რეზოლუცია საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლასა და პოლიტიკური დევნის შესახებ, რომელიც მოიცავს ოთხ მოწოდებას.

ევროპის სახალხო პარტია:

საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, დაემორჩილოს ქართველი ხალხის ნებას, რომ ქვეყანა ევროპულ გზას დაუბრუნდეს, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმითა და ევროკავშირის 12 რეკომენდაციის სულისკვეთების შესაბამისი საჭირო რეფორმების გატარებით, ქართველი ხალხის სარგებლისა და მათი თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის;
მოუწოდებს საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს, ცხადად გაემიჯნონ და დაგმონ ევროკავშირისა და შეერთებული შტატების წინააღმდეგ მმართველი უმრავლესობის წარმომადგენლების წახალისებული სიძულვილის შემცველი რიტორიკა და ცრუ სიახლეები, რომლებიც მათ ბრალად სდებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსით ვაჭრობასა და საქართველოში, რუსეთის წინააღმდეგ, მეორე ფრონტის გახსნაში;
საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, დაასრულოს პოლიტიკური ოპონენტებისა და თავისუფალი მედიის პოლიტიკური დევნა - უზრუნველყოს ექსპრეზიდენტი სააკაშვილის დაუყოვნებელი გათავისუფლება და სხვა ქვეყანაში შესაფერისი სამედიცინო მკურნალობისთვის ჰუმანიტარული გადაყვანა და მთავარი არხის მთავარი დირექტორის, ნიკა გვარამიას ციხიდან გათავისუფლება;
მოუწოდებს ევროკავშირსა და დემოკრატ პარტნიორებს, დაუწესონ პერსონალური სანქციები ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს. საქართველოს ევროინტეგრაციის საბოტაჟში მისი როლისთვისა და საქართველოსა და რეგიონული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნისთვის.
რეზოლუცია, მოწოდებების გარდა, უარყოფითად აფასებს საქართველოს ბოლოდროინდელ ვითარებას. ნათქვამია, რომ მმართველი პარტიის მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის უგულებელყოფა იხილეს.

EPP რეზოლუციაში აცხადებს, რომ საქართველოში კვლავ პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულებაა. რეზოლუციამ გააკრიტიკა ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ გამოტანილი ბოლო განაჩენი, ხოლო სააკაშვილს "პუტინის პირადი პატიმარი" უწოდა.

EPP გამოთქვამს შეშფოთებას, რომ "ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს აქვს პირადი დესტრუქციული როლი ოლიგარქიული მმართველობის გამყარებაში, სახელმწიფოს მიტაცებასა და საქართველოში ხელისუფლებისა და დემოკრატიული ინსტიტუტებზე სრულ კონტროლში".

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge