png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

პრემიერი ბათუმის წყალის ხელმძღვანელთან დაკავშირებული ინციდენტით დაინტერესდა

  • საზოგადოება
  • 04.03.2016
  • 10:46
 პრემიერი ბათუმის წყალის ხელმძღვანელთან დაკავშირებული ინციდენტით დაინტერესდა

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბათუმში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა, რომელიც ბათუმის წყლის დირექტორს, ალეკო მიქელაძეს უკავშირდება. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მან განაცხადა, რომ საჯარო მოხელე უნდა იყოს მაგალითი სახელმწიფოებრივი აზროვნების.
„მინდა, გამოვეხმაურო ერთ საკითხს, რომლის თაობაზეც საჯარო სივრცეში ინფორმაცია გაჟღერდა, შემდეგ მე მოვიკითხე ეს საკითხი. თუ არ ვცდები, ეს იყო ბათუმის წყალის ხელმძღვანელის საკითხი და გარკვეული ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაც შეკამათების შედეგად მოხდა ერთ-ერთი კვების ობიექტისთვის წყლის შეწყვეტა. 
მინდა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ვთხოვო, რომ მაქსიმალურად დეტალურად გავერკვეთ ამ საკითხში და საერთოდ, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ უნდა დავამკვიდროთ საჯარო მოხელის ქცევის ძალიან მაღალი სტანდარტი. თუ ეს საკითხი დადასტურდება, მინდა, რომ ამ პიროვნებამ სასწრაფოდ დატოვოს თანამდებობა. აუტანელია და ჩვენ ვერ შევეგუებით იმას, რომ საჯარო მოხელეები საკუთარ თანამდებობას იყენებენ იმისათვის, რომ საკუთარი სურვილები დაიკმაყოფილონ“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და საჯარო მოხელეებს მოუწოდა აჩვენონ თავმდაბლობის მაგალითი.
,,ჩვენ უნდა ვიყოთ მაგალითი სახელმწიფოებრივი აზროვნების. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ყველაზე მეტი თავმდაბლობა, როდესაც ჩვენ ვიმყოფებით საჯარო სივრცეში და მივცეთ მაგალითი ჩვენ მოქალაქეებს და არ უნდა მივცეთ საბაბი არავის, რომ ასეთი ტიპის კრიტიკა ისმოდეს”, - განაცხადა პრემიერმა.
გავრცელებული ინფორმაციით, რესტორანმა „BK“-მ ბათუმში, ბათუმის წყლის დირექტორს ალეკო მიქელაძეს სასურველი მაგიდა ვერ შესთავაზა. ის რესტორნიდან გაბრაზებული წავიდა. რამდენიმე წუთში კი რესტორანს წყლის მიწოდება შეუწყვიტეს. ობიექტმა საკითხზე პროკურატურას მიმართა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge