png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ჩემთვის მიუღებელია. ვირჩევდი, რომ უფრო მეტად ზომიერი განცხადებები გაკეთდეს ამერიკის ელჩის მისამართით, ნურავის განვკიცხავთ - პრემიერი "ხალხის ძალაზე"

  • პოლიტიკა
  • 18.11.2022
  • 14:02
ჩემთვის მიუღებელია. ვირჩევდი, რომ უფრო მეტად ზომიერი განცხადებები გაკეთდეს ამერიკის ელჩის მისამართით, ნურავის განვკიცხავთ - პრემიერი "ხალხის ძალაზე"

მიუღებელი არის ჩემთვის პირადად, მე ვირჩევდი, რომ უფრო მეტად ზომიერი განცხადებები გაკეთდეს იგივე ამერიკის ელჩის მისამართით., – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში მმართველ პარტიას გამოყოფილ "ხალხის ძალაზე" საუბრისას განაცხადა, საკანონმდებლო ორგანოში პრემიერს დღეს ინტერპელაციის წესით უსმენენ.

"რამდენიმე დეპუტატმა დატოვა ჩვენი პარტია, ეს მათი არჩევანია, ჩვენ მანამდეც გვქონდა საუბარი პარტიის შიგნით, თუ რა შინაარსის, ამაზე ღიად არ დავიწყებ საუბარს, ეს არ არის ჩვენი სტილი, მაგრამ ჩვენი გზები, რომ იტყვიან, გაიმიჯნა. თავად ამ ადამიანებმა, ძვირფასმა დეპუტატებმა, გადაწყვიტეს, რომ შექმნან ცალკე დამოუკიდებელი მორაობა და პარტიაც, ალბათ, ეს მათი არჩევანია. ჩვენ ამაზე ვთქვით არაერთხელ, ძალიან მკაფიოდ, რომ ჩვენი პოზიციები არის გამიჯნული და გაყოფილი, ჩვენ გვაქვს მთელი რიგი განსხვავებები, მაგრამ ისინი რჩებიან უმრავლესობაში, რომ არ დარჩნენ უმრავლეოსბაში, ქართული ოცნება დაკარგავს უმრავლესობას, ჩვენ გვექნება რეალურად პრობლემები, რომ მივიღოთ კანონები.

რა თქმა უნდა, მიუღებელი არის ჩემთვის პირადად, მე ვირჩევდი, რომ უფრო მეტად ზომიერი განცხადებები გაკეთდეს იგივე ამერიკის ელჩის მისამართით. მე ასე მიმაჩნია, ყოველ შემთხვევაში, ეს ჩემი აზრია. თუ კითხვები არსებობს, კი ბატონო, კითხვები დავსვათ, მაგრამ, რა თქმა უნდა,  არ შეიძლება, ზომიერება დავარღვიოთ. ჩვენ ვართ პატარა სახელმწიფო, მაგრამ ძლიერი ხალხით. ჩვენ ვართ უძველესი ერი, 3 000 წელზე მეტი ისტორიით, ჩვენი კულტურით, ცივილიზაციით, ერით, სარწმუნოებით და ჩვენ გვჭირდება  ძალიან პრაგმატული, გონივრული და ზომიერი მოქმედებაც და პოლიტიკის წარმოება. შეიძლება, განსხვავებები გვქონდეს ჩემს ყოფილ თანაგუნდებელთან, შეიძლება, სხვაც არ მეთანხმებოდეს, სხვას უფრო მეტად სხვა აზრები ჰქონდეს - ეს ყველა ადამიანის დემოკრატიული კონსტიტუციური უფლებაა. ამიტომ, ნურავის ნუ განვიკითხავთ, ნუ განვკიცხავთ, ყველა ადამიანს აქვს თავისი აზრი. ვისაუბროთ, დებატები გავმართოთ, ერთმანეთს საწინააღმდეგო აზრები გავუზიაროთ, მაგრამ არ შეიძლება ასეთი შეურაცხყოფების მიყენება, ეს არის ერთმანეთის მიმართ დაუშვებელი, მთავარი ამოცანა უნდა იყოს სიმშვიდის გამყარება"- თქვა ღარიბაშვილმა.

მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნება" დატოვეს,  დეპუტატებმა არაერთი წერილი გაავრცელეს, რომლებშიც წერენ, რომ აშშ-ს ელჩს, კელი დეგნანს ქვეყნის ომში ჩართვა სურს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge