png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

მხოლოდ უკრაინის ცის სრულად დაცვა უზრუნველყოფს უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოებას რუსული აგრესიის ესკალაციისგან - ზელენსკი

  • მსოფლიო
  • 18.11.2022
  • 12:11
მხოლოდ უკრაინის ცის სრულად დაცვა უზრუნველყოფს უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოებას რუსული აგრესიის ესკალაციისგან - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდმირ ზელენსკის განცხადებით, 17 ნოემბრის საღამოს მდგომარეობით, 10 მლნ უკრაინელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას ისაუბრა.

 „მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა უკრაინის წინააღმდეგ მორიგი სარაკეტო იერიშის შედეგების ლიკვიდაცია. სინათლე კვლავ ავარიულად გამოირთო. ყველაფერს ვაკეთებთ ელექტრომომარაგების აღსადგენად“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი მონაცემებით, ყველაზე რთული ვითარებაა ვინიცაში, ოდესის, სუმის ოლქებსა და კიევში.

 „დნიპროში სარაკეტო დარტყმის შედეგად ათობით ადამიანი დაიჭრა. ზაპოროჟიეში გრძელდება საცხოვრებელი სახლის ნანგრვეების გაწმენდა, რომელიც რუსეთის დაბომბვის შედეგად წინა ღამეს განადგურდა. სავარაუდოდ, დაღუპულია შვიდი ადამიანი, სამწუხაროდ, ეს რიცხვი, შესაძლოა, გაიზარდოს“, - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

მან კვლავ მიმართა დასავლეთის ქვეყნებს თხოვნით, დაიცვან უკრაინა რუსეთის სარაკეტო დარტყმებისგან. „ისევ და ისევ ვუმეორებთ ჩვენს პარტნიორებს, რომ მხოლოდ უკრაინის ცის სრულად დაცვა უზრუნველყოფს უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოებას რუსული აგრესიის ესკალაციისგან და  რუსეთს ომის შეწყვეტას აიძულებს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge