png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ჯანდაცვის რეგიონულ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

  • საზოგადოება
  • 30.09.2015
  • 11:42
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ჯანდაცვის რეგიონულ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

30 სექტემბერს, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დაესწრო თბილისში მიმდინარე  რეგიონულ შეხვედრას, რომელიც  აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის მკურნალობის დაფინანსების ახალ მოდელზე გადასვლის საკითხებს ეძღვნება და სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ მიმდინარეობს.

ფორუმი  შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის (GFATM), ზიანის შემცირების ევრაზიის ქსელის (EHRN) და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით იმართება.

სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ამგვარი ფორუმის ჩატარების მნიშვნელობაზე და იმ გამოცდილების გაზიარების აუცილებლობაზე, თუ როგორ უნდა გადაიბაროს წარმატებით სახელმწიფომ გლობალური ფონდის პროგრამების დაფინანსების საკითხები. მან კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ფონდს შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბრძოლის მიმართულებით საქართველოსთვის გაწეული დახმარებისთვის.

„საქართველოს მთავრობა მაღალ პრიორიტეტს ანიჭებს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას. შესაბამისად, ბოლო წლებში რამდენჯერმე იქნა გაზრდილი ამ სექტორზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაფინანსების წილი, მათ შორის, სახელწიფო დაფინანსების ზრდა შეეხო როგორც შიდსის, ისე ტუბერკულოზის პროგრამებს. მართალია, ჯერჯერობით, ქვეყანა არ არის მზად ამ დაავადებებთან ბრძოლის ეროვნული სტრატეგიებით გათვალისწინებული ღონისძიებების სრული მასშტაბით დაფინანსებისთვის, მაგრამ ფინანსთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსთან, რომელიც უშუალოდ საზღვრავს ან სფეროში ქვეყნის პრიორიტეტებსა და ოპტიმალური დაფინანსების მოცულობებს. კერძოდ, დაგეგმილია გლობალური ფონდის პროგრამების თანადაფინანსების წილის 2015 წლიდან 2018 წლამდე ეტაპობრივი ზრდა 5%-დან 75%-მდე, რაც მიუხედავად მნიშვნელოვანი მოცულობისა, უკვე გათვალისწინებულია 2016-2019 წლების ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საშუალოვადიან გეგმაში და სახელმწიფო მზადაა ამ გაზრდილი ვალდებულების შესასრულებლად,“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა. 

შეხვედრაში მონაწილეობენ საქართველოს, ევროკავშირის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის (EECA) ქვეყნების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge