png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

წინასწარი შეფასებით, პოლონეთის ტერიტორიაზე, შესაძლოა, უკრაინის საჰაერო თავდაცვის რაკეტა ჩავარდა, რომელიც რუსეთის თავდასხმას იგერიებდა - Associated Press

  • მსოფლიო
  • 16.11.2022
  • 11:13
წინასწარი შეფასებით, პოლონეთის ტერიტორიაზე, შესაძლოა, უკრაინის საჰაერო თავდაცვის რაკეტა ჩავარდა, რომელიც რუსეთის თავდასხმას იგერიებდა - Associated Press

Associated Press-ი სამ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება, რომ რაკეტა, რომელიც პოლონეთის ტერიტორიაზე ჩავარდა და ორი ადამიანი იმსხვერპლა, შესაძლოა, უკრაინის საჰაერო თავდაცვას ეკუთვნოდა.

გამოცემის წყაროების თქმით, წინასწარი შეფასებებით, აღნიშნული რაკეტა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ რუსული რაკეტის ჩამოსაგდებად ისროლა.

აღნიშნული ინფორმაცია ეწინააღმდეგება ერთ-ერთი ამერიკელი წყაროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ, 15 ნოემბერს, რუსულმა რაკეტებმა პოლონეთის საზღვარი გადაკვეთეს.

როგორც ცნობილია, 15 ნოემბერს, რუსეთმა მასირებული სარაკეტო დარტყმები განახორციელა უკრაინის ტერიტორიაზე. ამავე დღეს, უკრაინის მოსაზღვრე პოლონეთის ერთ-ერთ დასახლებაში ჩავარდა რაკეტა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. პოლონეთში დაუყოვნებლივ მოიწვიეს მინისტრთა საბჭოს ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტი და მიიღეს გადაწყვეტილება ზოგიერთი ქვედანაყოფის საბრძოლო მზადყოფნის გაზრდის შესახებ, ასევე განიხილეს ნატო-ს შეთანხმების მეოთხე მუხლის ამოქმედების შესაძლებლობა.

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ საგანგებო მიმართვაში განაცხადა, რომ ვარშავას არ აქვს ზუსტი ინფორმაცია, რომელი მხრიდან მოხდა რაკეტის გასროლა, თუმცა დაადასტურა, რომ ის რუსული წარმოებისაა. პოლონეთმა აფეთქების გამოძიებისთვის ქვეყანაში საერთაშორისო ექსპერტები მიიწვია.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტის ჩამოვარდნასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge