png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

თბილისი-რუსთავის გზაზე გამწვანების აქცია დაიწყო

  • საზოგადოება
  • 02.03.2016
  • 18:01
 თბილისი-რუსთავის გზაზე გამწვანების აქცია დაიწყო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, მინისტრის პირველი მოადგილე ილია დარჩიაშვილი და მუნიციპალური განვითარების აღმასრულებელი დირექტორი ჯუანშერ ბურჭულაძე თბილისი-რუსთავის გზაზე მიმდინარე გამწვანების აქციაში ჩაერთვნენ და 1200 ძირი ფიჭვი დარგეს.  

„საერთაშორისო კორპორაცია სინოჰიდრო“, თბილისი-რუსთავის გზის მშენებლობის დროს დაზიანებული ხეების საკომპენსაციოდ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თბილისი-რუსთავის გზაზე 2300 ხის დარგვას გეგმავს. პროექტის ფარგლებში ხეები დაირგვება მახათას მთაზეც (ჯამში 5 500-მდე ნერგი).

გამწვანების აქციის ფარგლებში, სხვა მცენარეებთან ერთად, 560 ძირი წითელ ნუსხაში შეტანილი კაკლისა და პატარა თელადუმას ნერგები დაირგვება. აქციის ფარგლებში დაგეგმილია კაკლის, ელდარის ფიჭვის, ქართული მუხის, იფნის, კვიპაროსისა და ალვის ხეების დარგვა. კომპანია იღებს ვალდებულებას ერთი წლის განმავლობაში მოუაროს და გაახაროს დარგული მცენარეები. საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი კაკლისა და პატარა თელადუმას ნერგებს კი 5 წლის განმავლობაში გაუწევს მოვლა- პატრონობას.

თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობის პროექტი, მიმდებარე ტერიტორიის გამწვანებასა და სარეკრეაციო ზონების მოწყობას,   სამივე მონაკვეთზე ითვალისწინებს.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge