png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

"კაცი" თავს დამესხა ავტობუსში ჩემი პიჯაკის გამო, რატო გაცვია შეხსნილი ღილებითო - თბილისში ავტობუსში ახალგაზრდას შეურაცხყოფა მიაყენეს

  • სამართალი
  • 06.11.2022
  • 21:15
"კაცი" თავს დამესხა ავტობუსში ჩემი პიჯაკის გამო, რატო გაცვია შეხსნილი ღილებითო - თბილისში ავტობუსში ახალგაზრდას შეურაცხყოფა მიაყენეს

თბილისში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ახალგაზრდა ბიჭს შეურაცხყოფა მიაყენეს.

ამის შესახებ ახალგაზრდა ფეისბუკზე წერს და ინციდენტის ამსახველ ვიდეოს ავრცელებს.

ვიდეოში ჩანს კაცი, რომელიც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს ახალგაზრდას. მისივე თქმით, კაცი მოკვლით ემუქრებოდა და მოგვიანებით დაარტყა კიდეც.

"ეს "კაცი" თავს დამესხა ავტობუსში ჩემი პიჯაკის გამო, რატო გაცვია შეხსნილი ღილებითო. მეთქი რა შენი საქმეა, მე რა მეცმევათქო და დავიწყეთ კამათი. მერე ეს კაცი წამოდგა და ხელის დასარტყამად გამოიწია, მერე კიდევ ერთმა წამოიწია და თითქმის ბრბოს ქვეშ მოვხვდი, რომელიც მაგინებდა და შეურაცხყოფას მაყენებდა. მერე გოგონებმა გამარიდეს და ავტობუსის წინა ნაწილში გადავედი სადაც 112-ში დავრეკე. ეს კაცი მოკვლით მემუქრებოდა, სხვა გზა არ მქონდა.

დიდუბეში უნდა მოსულიყო ეკიპაჟი, რომელსაც დიღმის მასივიდან გადასცეს განცხადების შესახებ, მაგრამ არ მოვიდნენ დროულად და ავტობუსი წავიდა წინ. მერე წერეთლის 126-ში გააჩერა მძღოლმა, პოლიციას ველოდებოდით. ეს კაცი წინ გადმოვიდა და ხელი დამარტყა, მეც თავი დავიცავი და ჩემი ძალით მოვიგერიე, მერე უკან დაიხია და მუქარებზე გადმოვიდა. ავტობუსში ზოგიერთი "ქალი" მე მაბრალებდა ამას. ვერ გიყვებით ღრმად დეტალებს, რადგან ცუდად ვარ ამას რომ ვწერ, მერე პოლიცია მოვიდა და სასწრაფო გამოიძახეს", - წერს ის.

მედიას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge