png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „ვივა ჯგუფი“ კიდევ ერთ საცხოვრებელ კომპლექსს თბილისში აშენებს

  • ეკონომიკა
  • 03.11.2022
  • 10:42
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „ვივა ჯგუფი“ კიდევ ერთ საცხოვრებელ კომპლექსს თბილისში აშენებს

საქართველოს ბანკი სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას აგრძელებს. ბანკთან პარტნიორობით „ვივა ჯგუფმა“ კიდევ ერთი საცხოვრებელი კომპლექსის აშენება თბილისში დაიწყო. საცხოვრებელი კომპლექსის ფართი 15 149 კვ.მ-ს შეადგენს. საქართველოს ბანკი პროექტში 6.3 მილიონი დოლარის ინვესტირებას განახორციელებს.

„ჩვენი კომპანია ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს. საქართველოს ბანკთან თანამშრომლობა პირველივე დღიდან დავიწყეთ და მას შემდეგ ერთად არაერთი წარმატებული პროექტი განვახორციელეთ, როგორც თბილისში, ასევე ზუგდიდში. ბანკთან რამდენიმეწლიანი წარმატებული თანამშრომლობის შედეგად კვლავ დავიწყეთ ახალ პროექტზე მუშაობა და სამომავლოდაც, სწორედ  მათი მხარდაჭერით ვგეგმავთ დიღომში ჩვენ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობას. ამ დროისთვის დასაქმებული გვყავს 80-მდე ადამიანი“, - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა, ნიკა ბულიამ.

„საქართველოს ბანკის ერთერთ პრიორიტეტს ბიზნესის მხარდაჭერა წარმოადგენს. ჩვენ მოხარული ვართ, რომ შეგვიძლია მსგავსი პროექტის დაფინანსება, რომელიც აძლიერებს სამშენებლო სექტორს და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, რადგან იქმნება ახალი სამუშაო ადგილები. გვინდა წარმატება ვუსურვოთ კომპანიას ჩვენი ერთობლივი პროექტების განხორციელებაში და მათ სამომავლო გეგმების რეალიზებაში“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული მომსახურების სექტორის უფროსმა, გიორგი წეროძემ.

ინფორმაციისთვის, კომპანია „ვივა ჯგუფს“ საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით არაერთ პროექტზე უმუშავია. ესენია: დიღომში 312 საცხოვრებელი ბინისგან შემდგარი კომპლექსი, რომლის საერთო ფართობიც 22 482 კვ.მ-ს შეადგენს. მიმდინარე პროექტებს შორისაა დიღომისა და ზუგდიდის ორი პროექტი. დიღომის ახალი პროექტი 520 საცხოვრებელ ბინას მოიცავს, რომლის ფართობიც 31 237 კვ.მ-ს შეადგენს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge