png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ლეონიდ ჩერნოვეცკი საარჩევნო სიის ფორმირებას იწყებს

  • პოლიტიკა
  • 02.03.2016
  • 14:53
 ლეონიდ ჩერნოვეცკი საარჩევნო სიის ფორმირებას იწყებს

"ბედნიერი საქართველოსათვის“ დამფუძნებელი  ლეონიდ ჩერნოვეცკი საარჩევნო სიის ფორმირებას იწყებს. იგი საზოგადოებას პარტიული სიის პირველი 25 ადამიანის შესარჩევად საკუთარ კრიტერიუმებს ,,ფეისბუქის“ გვერდზე აცნობს.

,,აბსოლუტურად ღიად და საჯაროდ ვიწყებ პოლიტიკური მოძრაობის “ბედნიერი საქართველოსთვის“ პარტიული სიის ფორმირებას, კერძოდ, პირველი 25 ადამიანის შერჩევას.
გულწრფელად მინდა პარლამენტში ღირსეული და პატრიოტი ხალხი მოვიყვანო, რომლებიც პოლიტიკურ ცხოვრებაში არასდროს არ ყოფილან ჩართულნი და რომლებსაც ნათელი გონება და პატიოსნება ახასიათებთ. ისინი, ვინც ქმნიან სამუშაო ადგილებს და ზრუნავენ ხალხზე. ადამიანები, რომლებიც უბრალო ცხოვრებით ცხოვრობენ და ისეთივე პრობლემები აქვთ, როგორიც ქართველი ხალხის უმრავლესობას!

მათ შორის მე მსურს, დავინახო: 
1. წარჩინებული კურსდამთავრებულები.
2. რეგიონების პატივცემული წარმომადგენლები, რომლებსაც თავიანთ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ინტერესების დაცვის გამოცდილება აქვთ.
3. პატიოსანი მეწარმეები, გარდა ისეთებისა, რომლებიც სხვადასხვა მთავრობის მფარველობის ქვეშ იყვნენ და ფაქტობრივად ძარცვავდნენ ხალხს ბიზნესის სახელით.
4. მრავალშვილიანი მშობლები, რომლებსაც აქტიური სამოქალაქო პოზიცია აქვთ. 
5. ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები.
6. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა წარმომადგენლები.
7. მოქალაქეები, რომლებიც საბანკო სექტორის თვითნებობით დაზარალდნენ
8. საქართველოს სამხედრო და სხვა ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი წარმომადგენლები.
ეს ადამიანები გაივლიან ჩემთან გასაუბრებას მომავალ პარლამენტში მუშაობასთან დაკავშირებით.

მათ უნდა დაწერონ საქართველოში არსებული პრობლემების გადაჭრის საკუთარი ხედვა. საკანონმდებლო ინიციატივების დასაწერად კი საქართველოს საუკეთესო იურისტებისგან დაკომპლექტებულ სამუშაო ჯგუფს შევქმნი.

ჩემთან ერთად პარლამენტში მივიწვევ ასევე იმათ, ვინც წინასაარჩევნო პროცესში საკუთარი ქვეყნისა და ხალხის მიმართ ნამდვილ პატრიოტიზმს გამოიჩენს და ჩემსავით ევროინტეგრაციის, ქვეყნის გამთლიანებისა და დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების მომხრე იქნება“, - წერს ჩერნოვეცკი და მის გუნდში მოხვედრის მსურველებს რეზიუმეების გაგზავნას სთავაზობს.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge