png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ეკონომიკური ზრდა არის ის, რასაც მოქალაქე თავის ჯიბეზე გრძნობს. სხვა ყველაფერი ციფრებით ჟონგლიორობა, მანიპულირება და თვალებში ნაცრის შეყრაა - ნიკა მელია

  • პოლიტიკა
  • 01.11.2022
  • 13:11
 ეკონომიკური ზრდა არის ის, რასაც მოქალაქე თავის ჯიბეზე გრძნობს. სხვა ყველაფერი ციფრებით ჟონგლიორობა, მანიპულირება და თვალებში ნაცრის შეყრაა - ნიკა მელია

ეკონომიკური წინსვლა და ეკონომიკური ზრდა არის ის, რასაც მოქალაქეთა უმეტესობა თავის ჯიბეზე გრძნობს. სხვა ყველაფერი ციფრებით ჟონგლიორობა, მანიპულირება და თვალებში ნაცრის შეყრაა, - ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია საქართველოს პრემიერის განცხადება ეხმიანება. ღარიბაშვილმა 31 ოქტომბერს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ "9 თვეში 10.2%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, რაც უპრეცედენტოა მთელ ევროპაში".

"ხელისუფლება დაუღალავად გვიმტკიცებს, რომ ქვეყნის ეკონომიკა განიცდის უპრეცედენტო წინსვლას. ამტკიცებს დაჟინებით თუმცა ავიწყდება - ეკონომიკური წინსვლა და ეკონომიკური ზრდა არის ის, რასაც მოქალაქეთა უმეტესობა თავის ჯიბეზე გრძნობს. სხვა ყველაფერი ციფრებით ჟონგლიორობა, მანიპულირება და თვალებში ნაცრის შეყრაა.

რუსული ოცნება გვესაუბრება ეკონომიკის უპრეცედენტო ზრდაზე - 10%-ზე, მაშინ როდესაც 2023 წლის ბიუჯეტში დაგეგმილი ზრდა 5%-ია. და ეს მაშინ, როდესაც ბოლო 2 წლის განმავლობაში ფასების ზრდამ დაახლოებით 25% შეადგინა. რას ნიშნავს ეს - შეიძლება, გვაქვს სულ ოდნავ მეტი ფული ნომინალურად, მაგრამ აბსოლუტურად ყველაფერი, რისი ყიდვაც გვიწევს, ბევრად უფრო ძვირი ღირს. ღარიბაშვილი თავს გვაწონებს 10%-იანი ზრდით და ამ დროს, ჩვენს მეზობელ სომხეთში წლიური ეკონომიკური ზრდა იქნება 13%. შორეულ კონტინენტებზე პოულობს ქვეყნებს და მას ედრება და რატომღაც მეზობელი ქვეყნები არ ახსენდება. მხოლოდ იმიტომ, რომ ხელს უშლის ქოთნისთვის სასურველ მხარეს ყურის გამობმაში. ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში, ჩვენი ეკონომიკა ისე გაიზარდა, რომ მთელ ევროპას და ამერიკას შურდაო, ისეთი სურათი დახატა თითქოს მთელი მსოფლიო ჩვენ შემოგვნატროდეს, ჩამოთვალა ქვეყნები, რომელთა ეკონომიკური ზრდა ჩვენსაზე ნაკლებია, თუმცა არაფერი უთქვამს იმაზე, რამდენად მეტი ქვეყანა გვისწრებს. გარდა ამისა, ეს არის ტიპური მანიპულაცია - მშპ-ის 1%-ით ზრდის შემთხვევაში, მაგალითად ლუქსემბურგის 1 მოქალაქეს სიმდიდრე გაეზრდება 1200 დოლარით, მაშინ როდესაც საქართველოს მოქალაქეს გაეზრდება მხოლოდ 48 დოლარით. ღარიბაშვილი ევროპული პერსპექტივის ნაცვლად გვატყუებს და გვეუბნება, რომ "სამაგიეროდ გვაქვს ეკონომიკური ზრდა", - განაცხადა ნიკა მელიამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge