png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

რუსეთმა უკრაინის 10 რეგიონში 18 ობიექტს დაარტყა - დენის შმიგალი

  • მსოფლიო
  • 31.10.2022
  • 16:02
რუსეთმა უკრაინის 10 რეგიონში 18 ობიექტს დაარტყა - დენის შმიგალი

რუსეთმა უკრაინის 10 რეგიონში 18 ობიექტს დაარტყა. მათი უმეტესობა ენერგოობიექტია. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა.

რუსების იერიშის შედეგად შვიდ ოლქში ასობით დასახლებული პუნქტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

 „შედეგები, შესაძლოა, უფრო მძიმე ყოფილიყო. მაგრამ საჰაერო თავდაცვის გმირული და ეფექტური მეშაობის წყალობით, ჩვენს ტერიტორიაზე 50-ზე მეტი გამოშვებული რაკეტიდან, ჩამოგდებულია 44. მადლობა ჯარისკაცებს, რომლებიც იცავენ ჩვენს ცას“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

შმიგალმა მადლობა გადაუხადა ენერეგტიკის სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც რუსეთის თავდასხმის შედეგების აღმოსაფხვრელად მუშაობენ.

ამჟამად, ლოკალური ავარიული გამორთვები გრძელდება კიევის, ზაპოროჟიეს, დნიპროპეტროვსკისა და ხარკოვის რეგიონებში. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინელებმა შეამცირონ დატვირთვა ქსელზე და დაზოგონ ელექტროენერგია.

31 ოქტომბერს, დილით რუსეთის ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ სარაკეტო იერიში განახორციელა.

კიევში ათამდე აფეთქების ხმა გაისმა. მათი ნაწილი დედაქალაქის შემოგარენიდან ისმოდა.

რუსეთმა სარაკეტო დარტყმა კიევის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიიტანა. შედეგად, უკრაინის დედაქალაქის რამდენიმე რაიონს წყალი და დენი შეზღუდულად მიეწოდება.

აფეთქებები იყო ასევე ვინიცის, პოლტავის, კიროვოგრადისა და ოდესის ოლქებშიც.

უკრაინული მედიის ცნობით, ვინიცის ოლქში ერთ-ერთი ჩამოგდებული რაკეტა სამოქალაქო ობიექტებს დაეცა. დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.

31 ოქტომბრის დილიდან მთელი უკრაინის მასშტაბით საჰაერო თავდასხმის გამაფრთხილებელი სიგნალი იყო ჩართული.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge