png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა 23,9%-ით გაიზარდა

  • ეკონომიკა
  • 02.03.2016
  • 13:42
საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა 23,9%-ით გაიზარდა

2016 წლის თებერვლის მონაცემებით საქართველოს 360,402 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 23,9%-ია.

მათ შორის იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვი, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 19%-ით არის გაზრდილი წინა წლის თებერვალი შედარებით.

2016 წლის თებერვალს ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+41.9%), თურქეთიდან (+12.2%), სომხეთიდან (+7.5%) , რუსეთიდან (+29.2%) და უკრაინიდან (+23.5%) განხორციელდა. ასევე მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ინდოეთიდან (+507%),ფილიპინებიდან (+474.8%), ირანიდან (+80.1%), ბელარუსიიდან (+30.3%) და ამერიკის შეერთებული შტატები (+20.5%).

„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ტურისტებისა და საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა საქართველოში დინამიურად იზრდება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დაახლოებით 1 წლის წინ მთავრობის ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ მოვახერხეთ დადებითი და პოზიტიური ტენდენციის ჩამოყალიბება საერთაშორისო ვიზიტების თვალსაზრისით, ეს ყველაფერი საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურობის რაოდენობა გაიზრდება და ზაფხულის სეზონი წარმატებით ჩაივლის“, აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე.

საერთაშორისო მოგზაურების ზრდა დაფიქსირდა 2 თვის მონაცემებითაც. საერთაშორისო მოგზაურების ჯამურმა რაოდენობამ 683,561 შეადგინა, ზრდა კი 13.9%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 236,584 შეადგინა, რაც 11.2%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემზე.

ორი თვის მონაცემებით პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან. მათგან ზრდის კუთხით გამოირჩევა იტალია (+29%), საფრანგეთი (+29%), დიდი ბრიტანეთი (+14%), პოლონეთი (+12%) და გერმანია (+7%). სხვა ქვეყნებიდან ზრდის თვალსაზრისით აღსანიშნავია ფილიპინები (+478%), ინდოეთი (+403.8%) და ირანი (+54%).

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge