png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკის აპლიკაცია სკოლის მოსწავლეებისთვის BOG sCoolApp უკვე ხელმისაწვდომია

  • საზოგადოება
  • 28.10.2022
  • 12:47
საქართველოს ბანკის აპლიკაცია სკოლის მოსწავლეებისთვის BOG sCoolApp უკვე ხელმისაწვდომია

საქართველოს ბანკმა ყველაზე ციფრული და თანამედროვე თაობისთვის სრულიად ახალი პროდუქტი შექმნა. BOG sCoolApp არის პირველი აპლიკაცია მოსწავლეებისთვის, რომელიც მთლიანად მათ ინტერესებსა და საჭიროებებზეა მორგებული.

საწყის ეტაპზე პლატფორმას ექნება ანგარიშის მართვის პანელი, რომლის საშუალებითაც მოსწავლეები შეძლებენ sCool Card-ზე ციფრულად გააკონტროლონ ნაშთები და საკუთარი ჯიბის ფული. ასევე, დამოუკიდებლად შეივსონ  მობილური ბალანსი და ახლობლებთან თანხის გადარიცხვა განსხვავებული, სახალისო გზით განახორციელონ.  ამასთანავე, მხოლოდ აპლიკაციის მეშვეობით მიიღებენ სპეციალურ შეთავაზებებს მათთვის საყვარელი ობიექტებისგან.

მომდევნო ეტაპზე, პლატფორმას დაემატება ისეთი ფუნქციები, როგორებიცაა მიზნის დასახვა, თანხის დაგროვების სწავლა, საკუთარი ფინანსების კონტროლი და მშობლისთვის თანხის თხოვნა. ამ ყველაფერთან ერთად, მოსწავლეები მუდმივად მიიღებენ სხვადასხვა სახალისო დავალებებს და წახალისებას.

სპეციალურად მოსწავლეებისთვის შექმნილი საბანკო აპლიკაცია საქართველოში პირველია და ის შემდეგ ინტერესებს აერთიანებს: გართობა, განათლება, სოციალიზაცია და გეიმინგი.

„გადავწყვიტეთ ყველაზე ციფრული და თანამედროვე თაობისთვის სრულიად ახალი პროდუქტი შეგვექმნა. ამისთვის კიდევ უფრო კარგად შევისწავლეთ თუ რა უყვართ, რა ინტერესები და საჭიროებები აქვთ მათ.  აპლიკაციის შექმნის პროცესში ჩართულები იყვნენ მოსწავლეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება მოსწავლეების განათლებაზე. ახალ პლატფორმას აქვს ფინანსური განათლების ისეთი ელემენტები, რომლებიც მოსწავლეებს დაეხმარება, გაითავისონ ფინანსების მართვის მნიშვნელობა და დაგეგმონ საკუთარი ბიუჯეტი. ახალი იდეის გაჩენიდან, საქართველოს ბანკის გუნდთან ერთად, მოსწავლეები ჩართული არიან აპლიკაციის შექმნისა და განვითარების  ყველა ეტაპზე, რათა ის მაქსიმალურად მოერგოს მათ სურვილებსა და ინტერესებს. მოზარდები მომავალშიც აუცილებლად მიიღებენ მონაწილეობას ახალი ფუნქციების დამატების პროცესში“, - განაცხადა საქართველოს ბანკის  ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, ლევან კობახიძემ.

აპლიკაციის ჩამოსატვირთად  ეწვიეთ ბმულს:  https://scoolapp.ge/6bFF

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge