png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

უკრაინის სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის ერთადერთი გარანტორი შეიძლება იყოს მხოლოდ რუსეთი - პუტინი

  • მსოფლიო
  • 27.10.2022
  • 21:09
უკრაინის სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის ერთადერთი გარანტორი შეიძლება იყოს მხოლოდ რუსეთი - პუტინი

უკრაინის სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის ერთადერთი, ნამდვილი და სერიოზული გარანტორი შეიძლება იყოს მხოლოდ რუსეთი, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა „ვალდაის“ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, რუსი და უკრაინელი ხალხების ერთიანობა ისტორიული ფაქტია.

„ჩვენი სახელმწიფოებრიობა ერთდროულად იქმნებოდა. ენაში ცვლილებები უკვე პოლონეთის გავლენის ქვეშ მოხდა. იმ ნაწილში, რომელიც პოლონეთის გავლენის ქვეშ მოხვდა - იქ პოლონიზაცია მოხდა“, - თქვა პუტინმა.

მისი თქმით, რუსი ერის გაყოფა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში დაიწყო, რასაც მუდმივად მხარს უჭერდა დასავლეთი. მოგვიანებით, ამისგან წარმოიშვა მთელი კულტი, რომელიც დაფუძნებული იყო პრინციპზე „დაყავი და იბატონე“.

მისივე თქმით, დროთა განმავლობაში ამ ტენდენციამ გამოიწვია ჰიტლერთან თანამშრომლობა, რომელიც ყველაზე ბინძურ დავალებებს ბანდერელებსაძლევდა. თუმცა, ის, რომ „ჩვენ ერთი ხალხი ვართ - ეს ისტორიული ფაქტია“, - დასძინა პუტინმა.

პუტინის თქმით, უკრაინის სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის ერთადერთი და სერიოზული გარანტორი შეიძლება იყოს მხოლოდ რუსეთი.

„სტალინმა აიღო და გადასცა უკრაინას რიგი პოლონური, უნგრული და რიგი რუმინული ტერიტორიები ამ ქვეყნებიდან მათი ტერიტორიების წაღების შემდეგ. პოლონელებს, რომლებიც არ მონაწილეობდნენ ჰიტლერის კოალიციაში, აღმოსავლეთ გერმანული მიწის ნაწილი. ეს ისტორიული ფაქტია და ამგვარად შეიქმნა დღევანდელი უკრაინა. ღიად ვამბობ, რომ უკრაინის სახელმწიფოებრიობის და სუვერენიტეტის ერთადერთი, ნამდვილი და სერიოზული გარანტორი შეიძლება იყოს მხოლოდ რუსეთი, რომელმაც შექმნა დღევანდელი უკრაინა“, – აღნიშნა ვლადიმირ პუტინმა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge