png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

რუსეთმა უკრაინაში საბრძოლო ვერტმფრენების, Ка-52-ის 25% დაკარგა - ბრიტანეთის დაზვერვა

  • მსოფლიო
  • 25.10.2022
  • 12:49
რუსეთმა უკრაინაში საბრძოლო ვერტმფრენების, Ка-52-ის 25% დაკარგა - ბრიტანეთის დაზვერვა

ბრიტანეთის დაზვერა ყოველდღიურ ანგარიშში უკრაინაში რუსეთის მხრიდან ვერტმფრენების დიდ დანაკარგზე საუბრობს და ყურადღებას ამახვილებს ჰაერში რუსეთის უპირატესობის მოპოვების უუნარობაზე.

უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთმა სულ მცირე 23 საბრძოლო ვერტმფრენი Ка-52 დაკარგა. ეს არის რუსეთის საჰაერო ძალების 25 პროცენტზე მეტი 90-დან კა-52-ის და რუსული ვერტმფრენების მთლიანი დანაკარგის თითქმის ნახევარი.

რუსულ მოერიშე ვერტმფრენებს უდიდესი ზიანი, სავარაუდოდ, უკრაინელი სამხედროების მიერ გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების გამოყენების შედეგად მიადგა. ამის გარდა, ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ ვერტმფრენები ხშირად მოქმედებენ საბრძოლო თვითმფრინავების არასაკმარისი საფარის ქვეშ, რაც სრულებით არ შეესაბამება რუსულ სამხედრო დოქტრინას.

რუსეთი ისევ ვერ ახერხებს ჰაერში უპირატესობის მოპოვებას, რათა განახორციელოს ეფექტური, მუდმივი საავიაციო მხარდაჭერა ფრონტის ხაზის ახლოს, მისი საარტილერიო საბრძოლო მასალა კი იწურება. რუსი მეთაურები, სავარაუდოდ, უფრო ხშირად ხდებიან იძულებულნი, მიმართონ ვერტმფრენებით სახიფათო საბრძოლო ოპერაციებს, როგორც ერთ-ერთ დასაშვებ შესაძლებლობას ბრძოლის ველზე თავიანთი ჯარის ნაწილების მხარდასაჭერად.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge