png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

რუსეთის ბრალდება უკრაინის მიერ "ბინძური ბომბის" შესაძლო გამოყენებაზე ცხადი სიცრუეა – აშშ, ბრიტანეთი, საფრანგეთი

  • მსოფლიო
  • 24.10.2022
  • 11:05
რუსეთის ბრალდება უკრაინის მიერ "ბინძური ბომბის" შესაძლო გამოყენებაზე ცხადი სიცრუეა – აშშ, ბრიტანეთი, საფრანგეთი

აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მთავრობებმა რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს ბრალდებაზე, რომ უკრაინის მხრიდან "ბინძური ბომბის" გამოყენების საფრთხე არსებობს, ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

განცხადებაში დასავლური ქვეყნების მთავრობებმა შოიგუს ბრალდებას, უკრაინის მიერ საკუთარ ტერიტორიაზე "ბინძური ბომბის" გამოყენებასთან დაკავშირებით, "ცხადი სიცრუე" უწოდეს.

აშშ-ის, ბრიტანეთისა და საფრანგეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელების ერთობლივი განცხადება ამერიკის სახელმწიფო დეპარატამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

 „ჩვენი ქვეყნების თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელები რუსეთის თავდაცვის მინისტრს, სერეგი შოიგუს მისი თხოვნით ესაუბრნენ. ჩვენმა ქვეყნებმა მკაფიოდ განმარტეს, რომ რუსეთის მტკიცება ცხადი სიცრუეა, რომ უკრაინა თავის ტერიტორიაზე ბინძური ბომბის გამოყენებისთვის ემზადება. ამ მტკიცებულების ნებისმიერი გამოყენების მცდელობას მსოფლიო ესკალაციის საბაბად შეაფასებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ 23 ოქტომბერს სატელეფონო საუბარი გამართა ნატოს სამი ქვეყნის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელებთან. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შოიგუმ სამივე კოლეგასთან გამოთქვა შეშფოთება უკრაინის მიერ ე.წ. „ბინძური ბომბის“ შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით.

სატელეფონო საუბრებს წინ უძღოდა სახელმწიფო სააგენტო „რია ნოვოსტის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ "კიევის რეჟიმი ამზადებს პროვოკაციას "ბინძური ბომბის" გამოყენებით.

ინფორმაციაში ნათქვამია, რომ უკრაინის ხელისუფლება, სავარაუდოდ, "ამზადებს პროვოკაციას თავისი ქვეყნის ტერიტორიაზე ე.წ. "ბინძური ბომბის" ან დაბალი წარმადობის ბირთვული იარაღის აფეთქებასთან დაკავშირებით", რომლის მიზანი, რუსული სააგენტოს მტკიცებით, რუსეთის დადანაშაულებაა მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებაში.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge