png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

სერგეი შოიგუ ნატო-ს თავდაცვის მინისტრებს უკრაინის მიერ „ბინძური ბომბის“ შესაძლო "გამოყენებაზე" ელაპარაკა

  • მსოფლიო
  • 23.10.2022
  • 21:26
სერგეი შოიგუ ნატო-ს თავდაცვის მინისტრებს უკრაინის მიერ „ბინძური ბომბის“ შესაძლო "გამოყენებაზე" ელაპარაკა

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ 23 ოქტომბერს სატელეფონო საუბარი გამართა ნატოს სამი ქვეყნის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელებთან. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შოიგუმ სამივე კოლეგასთან გამოთქვა შეშფოთება უკრაინის მიერ ე.წ. „ბინძური ბომბის“ შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით.

შოიგუ ჯერ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრს სებასტიან ლეკორნოს ესაუბრა, შემდეგ თურქეთის მინისტრს ჰულუსი აკარს და ბოლოს ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრ ბენ უოლესს.

სატელეფონო საუბრებს წინ უძღოდა სახელმწიფო სააგენტო „რია ნოვოსტის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ "კიევის რეჟიმი ამზადებს პროვოკაციას "ბინძური ბომბით".

ინფორმაციაში ნათქვამია, რომ უკრაინის ხელისუფლება, სავარაუდოდ, "ამზადებს პროვოკაციას თავისი ქვეყნის ტერიტორიაზე ე.წ. "ბინძური ბომბის" ან დაბალი წარმადობის ბირთვული იარაღის აფეთქებასთან დაკავშირებით", რომლის მიზანი, რუსული სააგენტოს მტკიცებით, რუსეთის დადანაშაულებაა მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებაში.

საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნომ მოისმინა შოიგუს საუბარი, უკრაინის მიერ თავის ტერიტორიაზე ე.წ. „ბინძური ბომბის“ შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით რუსეთის დადანაშაულების მიზნით“.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პარიზი უარყოფს „ესკალაციის ნებისმიერ ფორმას, მათ შორის ბირთვულს“ და გამოთქვამს მზადყოფნას კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრისთვის იმუშაოს მოკავშირეებთან.

თურქეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ჰულუსი აკარმა და შოიგუმ  "გაცვალეს ინფორმაციები და მოსაზრებები პროვოკაციებთან დაკავშირებით სიფრთხილისა და სიფხიზლის გამოჩენის აუცილებლობის შესახებ“.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ შოიგუსა და ბენ უოლესს შორის სატელეფონო საუბარი რუსული მხარის ინიციატივით შედგა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge