png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

რუსი ოკუპანტები ხერსონში ქუჩის ბრძოლებისთვის ემზადებიან - გენშტაბი

  • მსოფლიო
  • 22.10.2022
  • 11:36
რუსი ოკუპანტები ხერსონში ქუჩის ბრძოლებისთვის ემზადებიან - გენშტაბი

რუსი ოკუპანტები დროებით ოკუპირებულ ხერსონს ქუჩის ბრძოლებისთვის ამზადებენ.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს.

„არსებული ინფორმაციით, ხერსონი მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა დატოვა. ქალაქში დარჩენილი სამოქალაქო ფორმებში გადაცმული რუსი ოკუპანტები სახლდებიან მიტოვებულ შენობებში. მტერი ხერსონს ქუჩის ბრძოლებისთვის ამზადებს“, - აღნიშნავენ გენშტაბში.

გარდა ამისა, ინფორმაციის თანახმად, 21 ოქტომბრის მონაცემებით, რუსი ოკუპანტები ატარებენ ზომებს კახოვკის საავადმყოფოების პაციენტებისა და სამედიცინო პერსონალის გასათავისუფლებლად.

შეგახსენებთ, აგვისტოს ბოლოს სხვადასხვა მიმართულებით უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა დაიწყო. უკრაინის არმიამ წინ წაიწია ხერსონის ოლქში. 21 ოქტომბრის მონაცემებით, რეგიონში დეოკუპირებულია 88 დასახლებული პუნქტი.

ამერიკის ომის შემსაწავლელი ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ რუსეთის ხელისუფლება, სავარაუდოდ, ცდილობს საინფორმაციო ველის შექმნას იმისათვის, რომ გაამართლოს თავისი ჯარების უკან დახევა და ხერსონის ოლქის დიდი ნაწილის დატოვება.

უკრაინის სამხრეთში უკრაინული ძალები აქტიურად ანადგურებენ მტერს და მის მნიშვნელოვან ობიექტებს, ტექნიკასა და შეიარაღებას.

22 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ სამხრეთში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს 17 ოკუპანტი, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა „გრადი“ და საბრძოლო მასალის სამი საწყობი.

გენშტაბში აცხადებენ, რომ 22 ოქტომბრის მონაცემებით, საერთო ჯამში უკრაინაში უკვე ლიკვიდირებულია 67 070 რუსი ოკუპანტი.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge