png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ვითიბი ბანკი საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორი გახდა

  • ეკონომიკა
  • 02.03.2016
  • 10:01
ვითიბი ბანკი  საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორი გახდა

ვითიბი ბანკსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის შედგა შეთანხმება, რომლის თანახმადაც ბანკი, საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორი გახდა. აღნიშნულთან დაკავშირებით 1 მარტს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართა ღონისძიება, რომელზედაც ვითიბი ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ კონცელიძემ და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა დამსწრეებს მიღწეული შეთანხმების შესახებ აცნობეს. დადებული ხელშეკრულება ორ წლიან სპონსორულ ურთიერთობას ითვალისწინებს. შეთანხმების თანახმად, ფიქსირებული თანხის გარდა, კონტრაქტში გათვალისწინებულია შედეგზე ორიენტირებული დამატებითი თანხა, რომელიც განისაზღვრება 2016 – 2017 წლებში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ თამაშებში, საქართველოს ნაკრების მიერ, დაგროვილი ქულების მიხედვით.

გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ: სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, ვითიბი ბანკისა და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები, ვეტერანი ფეხბურთელები და სხვა სტუმრები.

ვითიბი ბანკი ტრადიციულად სპორტის აქტიური მხარდამჭერია, ფეხბურთის ეროვნული ნაკრების გარდა, წყალბურთის ეროვნული ნაკრების, ტანვარჯიშის ფედერაციის, საცხენოსნო სპორტის ფედერაციის და სხვა სპორტული გუნდების გენერალური სპონსორია.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორობას ჩაეყარა საფუძველი, ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ვითიბი ბანკის სპონსორულ პროექტებს საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები შეემატა. ქართული ფეხბურთის მდიდარი ტრადიციები ჩვენთვის, როგორც ყველა ქართველისთვის ეროვნული სიამაყის და მიღწევების სიმბოლოდ იქცა, ბევრისთვის მისი სიყვარული ბავშვობიდან იწყება და მთელი ცხოვრების განმავლობაში მიყვება.

დღეს ყველა თანხმდება, რომ ფეხბურთს ქვეყნის და საზოგადოების მხარდაჭერა ესაჭიროება, ამას ფეხბურთის განვითრების სახელმწიფო პროგრამაც ადასტურებს, დარწმუნებული ვარ ერთობლივი ძალისხმევა მომავალი მიღწევების მომტანი გახდება.

ვითიბი ბანკის მიერ ფეხბურთის მხარდაჭერა ითვალისწინებს შემდეგს: ეროვნული ნაკრების მხარდაჭერას, ფეხბურთის პოპულარიზაციის პროექტის მხარდაჭერას, საბავშვო და მინი ფეხბურთის განვითარებას. ამის გარდა ნაკრების შედეგებზე ორიენტირებული დამატებითი დაფინანსებაც არის გათვალისწინებული, ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ ვითიბი ბანკის მხარდაჭერა დიდი წარმატების დასაწყისი გახდება“, განაცხადა ვითიბი ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ კონცელიძემ.

„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს ახალ პარტნიორს. ბანკს, რომელიც დღეიდან საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მხარდამჭერი იქნება. ამ ეტაპზე ჩვენთვის დიდი პატივია წარმატებულ კომპანიასთან თანამშრომლობა, რომელსაც აქვს სურვილი საკუთარი წვლილი შეიტანოს ფეხბურთის მიმართულებით დაფინანსებაში. თანამედროვე ფეხბურთში კერძო სექტორის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. აღნიშნული თანამშრომლობა ითვალისწინებს სხვადასხვა მიმართულებით აქტივობას და ვფიქრობ, ჩვენი პარტნიორული ურთიერთობა წარმატებული იქნება როგორც ეროვნული ნაკრებისთვის, ასევე ჩვენი პარტნიორი კომპანიისთვის“, - აცხადებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge