png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

რუსეთმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი დანაღმა და ისტორიულ კატასტროფას გეგმავს - ზელენსკი

  • მსოფლიო
  • 20.10.2022
  • 23:24
 რუსეთმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი დანაღმა და ისტორიულ კატასტროფას გეგმავს - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი და აგრეგატები დანაღმეს და ტერაქტის განხორციელებას გეგმავენ.

ამის შესახებ ზელენსკიმ ევროპული საბჭოსადმი მიმართვისას განაცხადა.

„რუსეთი სამხრეთ უკრაინაში მასშტაბური კატასტროფისთვის ნიადაგს მიზანმიმართუალად ქმნის. ჩვენ ვფლობთ ინფორმაციას, რომ რუსმა ტერორისტებმა დანაღმეს კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი და აგრეგატები. ამ ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი დაახლოებით 18 მილიონი კუბური მეტრის მოცულობის წყალს იტევს. თუ რუსი ტერორისტები ამ კაშხალს ააფეთქებენ, სწრაფი დატბორვის ზონაში აღმოჩნდება 80-ზე მეტი დასახლებული პუნქტი, მათ შორის ხერსონი. შესაძლოა, ასობით ათასი ადამიანი დაზარალდეს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, შესაძლოა საფრთხე შეექმნას სამხრეთ უკრაინის მნიშვნელოვანი ნაწილის წყლით მომარაგებას.მისივე თქმით,  რუსეთის მოსალოდნელმა ტერორისტულმა თავდასხმამ, შესაძლოა, წყლის გარეშე დატოვოს ზაპოროჟიეს ატომური ელეტქროსადგური, რადგან გაგრილებისთვის წყალი ელეტქროსადგურს კახოვკის წყალსაცავიდან მიეწოდება.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა უკვე მოამზადა ყველაფერი ტერქტის განსახორცილებლად.

„კახოვკის სადგურიდან გაყარეს უკრაინელი თანამშრომლები, იქ მხოლოდ რუსეთის მოქალაქეები იმყოფებიან. ისინი სრულად აკონტროლებენ სადგურს. საჭიროა დაუყოვნებლვ მოქმედება, რათა რუსეთს არ მიეცეს ამ კატასტროფის განხორციელების შესაძლებლობა“, -  თქვა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ტერაქტის დამანგრეველ ეკოლოგიურ, ჰუმანიტარულ და ტექნოლოგიურ შედეგებს შესაძლოა, ისტორიული კატასტროფა ეწოდოს.

მან მოითხოვა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურში საერთაშორიოს სადამკვირებლო მისიის გაგზავნა, უკრაინელი პერსონალის დაბრუნება და  აგრეგატებისა და კაშხლის დაუყოვნებლივ განმაღვა.

„რუსეთი ამ ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მოაწყოს მორიგი ოპერაცია ყალბი დროშის ქვეშ - განახორციელოს ტერაქტი და ამაში უკრაინა დაადანაშაულოს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge