png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიის ფარგლებში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების როლის გაძლიერებაზე იმსჯელეს

  • პოლიტიკა
  • 02.03.2016
  • 09:54
  გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიის ფარგლებში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების როლის გაძლიერებაზე იმსჯელეს

თემატური სესია ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით ჩატარდა, მას არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო საზოგადოების და გაერო-ს შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა. საკუთარ გამოსვლაში მიხეილ ჯანელიძემ ისაუბრა საქართველოს გამოცდილებაზე სამოქალაქო სექტორის ჩართულობის თვალსაზრისით.

როგორც მინისტრმა აღნიშნა საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს უზრუნველყოს სამოქალაქო სექტორის თანამონაწილეობა ქვეყნისათვის ყველა მნიშვნელოვან პროცესში. მისი თქმით სამოქალაქო სექტორი აქტიურად არის ჩართული და მონიტორინგს უწევს საქართველოს ევროპული დღის წესრიგით გათვალისწინებულ რეფორმებს, ასოცირების შეთანხმების სრულ იმპლემენტაციას.

მიხეილ ჯანელიძემ მნიშვნელოვნად დაასახელა სამოქალაქო სექტორის და საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური თანამონაწილეობა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე გრძელვადიანი სამთავრობო სტრატეგიის შექმნაში, რომლის იმპლემენტაციას, ასევე სამოქალაქო სექტორის აქტიური თანამონაწილეობით მიმდინარეობს.

მიხეილ ჯანელიძემ საერთაშორისო თანამეგობრობას ასევე გააცნო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივა სამოქალაქო სექტორთან რეგულარული დიალოგის ფორმატის შესახებ, რომელშიც პრემიერ-მინისტრი უშუალოდ არის ჩართული.

მინისტრმა ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობაზე. მისი განცხადებით საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმის არარსებობის პირობებში დიდ მნიშვნელობას იძენს სამოქალაქო სექტორის აქტიური ჩართულობა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფის, ასევე ნდობის აღდგენის პროცესში.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge