png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ანდრეი ერმაკმა ხერსონიდან მოსახლეობის ევაკუაციას პროპაგანდისტული წარმოდგენა უწოდა

  • მსოფლიო
  • 19.10.2022
  • 15:54
ანდრეი ერმაკმა ხერსონიდან მოსახლეობის ევაკუაციას პროპაგანდისტული წარმოდგენა უწოდა

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი ამბობს, რომ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი ცდილობს ხერსონის მოსახლეობის დაშინებას ყალბი ცნობებით ქალაქის „დაბომბვის“ შესახებ და აწყობს პროპაგანდისტულ წარმოდგენას ევაკუაციასთან დაკავშირებით.

მან აღნიშნულს პრიმიტიული ტაქტიკა უწოდა და განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები უკრაინის ქალაქებს არ ბომბავენ.

ხერსონის საოკუპაციო ადმინისტრაციამ ოლქის მოსახლეობის მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე "ორგანიზებული გადაადგილება" დაიწყო. ინფორმაცია ამის შესახებ ქალაქი ოლშკის საოკუპაციო ადმინისტრაციამ გაავრცელა.

"ხერსონში დაიწყო მოსახლეობის ორგანიზებული გადაადგილება დნეპრის მეორე სანაპიროზე. ამისთვის ამოქმედებულია ბორნები, რომლებსაც ხალხი ხერსონიდან ალიოშკასა (ოლეშკი) და გოლაია პრისტანში (გოლა-პრისტანი) გადაჰყავთ. აქვე განათავსებენ დროებითი განსახლების პუნქტს, სადაც უკვე მაშველები გაანაწილებენ მგზავრობის მიმართულებას, რომელსაც თავად ადამიანის სურვილის მიხედვით აირჩევენ". – წერს ქალაქი ოლეშკის  მარიონეტული ადმინისტრაცია ტელეგრამ-არხზე.

18 ოქტომბერს ხერსონის ოქლის საოკუპაციო ადმინისტრაციის ხემძღვანელმა ვალდიმირ სალდომ განაცხადა, რომ მარჯვენადან მარცხენა სანაპიროზე 50-60 ათასი ადამიანის გადაყვანა იგეგმება. სალდოს განმარტებით, გადაწყვეტილება გამოწვეულია კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ დაზიანებისა და რეგიონის დატბორვის საფრთხით.

ამასთან, უკრაინაში რუსეთის ჯარების სარდალმა, გენერალმა სერგეი სუროვიკინმა ხერსონის მიმართულებაზე სიტუაციას დაძაბული უწოდა. მისივე განცხადებით, ხერსონთან მიმართებით რუსეთის შემდგომი გეგმები დამოკიდებული იქნება სამხედრო-ტაქტიკურ სიტუაციაზე. ამასთან მან აღნიშნა, რომ არ გამორიცხავს რთული გადაწყვეტილებების მიღებას.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge