png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ხერსონის „ადმინისტრაცია“ მოქალაქეებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდებს

  • მსოფლიო
  • 19.10.2022
  • 11:57
ხერსონის „ადმინისტრაცია“ მოქალაქეებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდებს

რუსეთის მიერ ანექსირებული ხერსონის ოლქის „ადმინისტრაციამ“ ხერსონის მაცხოვრებლებს მოკლე ტექსტური შეტყობინებები გაუგზავნა, სადაც უკრაინის არმიის შესაძლო დაბომბვის გამო მოქალაქეებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა.

ანექსირებული რეგიონის „ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ“ კირილ სტრემოუსოვმა“ „რია ნოვოსტის“ უთხრა, რომ უკრაინამ ხერსონის ოლქში ფრონტის ხაზზე დიდი რაოდენობით სამხედრო ძალა განათავსა.

მისი თქმით, უკრაინელი სამხედროები შეტევას უახლოეს დღეებში დაიწყებენ, რის გამოც ხერსონი და ოლქის მარჯვენა ნაპირის ნაწილი, შესაძლოა, ცეცხლის ქვეშ მოექცეს. „ქალაქის ჩაბარებას არ ვაპირებთ. ბოლომდე ვიდგებით“, - თქვა სტრემოუსოვმა.

ამასთან, რუსეთის მიერ დანიშნულმა  ხერსონის ოლქის „ხელმძღვანელმა“ ვლადიმირ სალდომ სამშაბათს საღამოს განაცხადა, რომ მდინარე დნიპროს მარჯვენა ნაპირის რაიონებიდან მასობრივად გაიყვანენ სამოქალაქო მოსახლეობას. მისი სიტყვებით, ეს აუცილებელია საომარი მოქმედებების მოსალოდნელი გამწვავების გამო.

ასევე, უკრაინაში რუსეთის ჯარების სარდალმა, გენერალმა სერგეი სუროვიკინმა ხერსონის მიმართულებაზე სიტუაციას დაძაბული უწოდა და განაცხადა, რომ რთული გადაწყვეტილებების მიღებას არ გამორიცხავს.

მასთან ინტერვიუ რუსულ ტელერახ „როსია 24“-ის ეთერში გავიდა. მან პირველად აღიარა რთული ვითარება, რომელშიც რუსეთის არმია ხერსონთან აღმოჩნდა, რაზეც უკვე რამდენიმე კვირაა უკრაინის ხელისულება და უცხოელი ექსპერტები საუბრობენ.

სუროვკინის თქმით, „ნატო კიევისგან მოითხოვს შეტევით ოპერაციებს“ ხერსონის მიმართულებაზე, „ყოველგვარი მსხვერპლის მიუხედავად, როგორც უკრაინის შეიარაღებულ ძალებში, ისე მშვიდობიან მოსახლეობაში“.

სუროვკინის განცხადებით, ხერსონთან მიმართებით რუსეთის შემდგომი გეგმები დამოკიდებული იქნება სამხედრო-ტაქტიკურ სიტუაციაზე. ამასთან მან აღნიშნა, რომ არ გამორიცხავს „არამარტივი გადაწყვეტილებების მიღებას.“

დამოუკიდებელი ექსპერტები არაერთხელ აღნიშნავდნენ, რომ მას შემდეგ, რაც უკრაინის ძალებმა ამერიკული ზალპური ცეცხლის რაექტიული სისტემების HIMARS-ების დახმარებით, მწყობრიდან გამოიყვანეს მდინარე დნიპროზე რამდენიმე ხიდი, რუსული დაჯგუფებები მდინარის დასავლეთ სანაპიროზე ნორმალური მომარაგების გარეშე დარჩნენ, რამაც ეჭვი გააჩინა, რომ რუსული დანაყოფები ხერსონის შენარჩუნებას ვერ შეძლებენ.  

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge