png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ესტონეთის პარლამენტმა რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა

  • მსოფლიო
  • 18.10.2022
  • 17:16
ესტონეთის პარლამენტმა რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა

ესტონეთის რესპუბლიკის პარლამენტმა [რიიგიკოგუ] 88 ხმით, რუსეთის რეჟიმი ტერორისტულად აღიარა.

ესტონეთის საკანონმდებლო ორგანო  კიდევ ერთხელ გმობს უკრაინის ტერიტორიის ანექსიას და ადასტურებს, რომ ესტონეთი არასოდეს აღიარებს რუსეთის მიერ ჩატარებულ ფსევდორეფერენდუმებს.

რიიგიკოგუ აცხადებს რუსეთის რეჟიმს ტერორისტად, ხოლო რუსეთის ფედერაციას ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ, რომლის ქმედებებს ერთობლივად უნდა დაუპირისპირდეს საერთაშორისო საზოგადოება. “- ნათქვამია განცხადებაში.

რიიგიკოგუ ასევე მხარს უჭერს საერთაშორისო სასამართლოსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ დაწყებულ გამოძიებას უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულების დასადგენად და საჭიროდ მიიჩნევს აგრესიის დანაშაულის ჩამდენი პირების გასამართლებას საერთაშორისო ტრიბუნალის მიერ.

"კანონის დარღვევა ვერასოდეს შექმნის უფლებას. პუტინის რეჟიმმა, რომელიც იმუქრება ბირთვული იარაღით, რუსეთი გადააქცია მშვიდობის ყველაზე დიდ საფრთხედ როგორც ევროპაში, ასევე მთელ მსოფლიოში", - ნათქვამია რიიგიკოგუს 85 წევრის მიერ წარდგენილ განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ესტონელი დეპუტატები გმობენ რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების მხარდაჭერით შექმნილი შეიარაღებული დაჯგუფებების გამოყენებას ომში, როგორიცაა ვაგნერის დაჯგუფება და საჭიროდ მიიჩნევს აღიაროს ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის "სახალხო რესპუბლიკები" ტერორისტული ორგანიზაციებად.

თავის განცხადებაში რიიგიკოგუ ასევე გმობს რუსეთის რეჟიმის მიერ მობილიზაციის გამოცხადებას და აღნიშნავს, რომ აღნიშნული მობილიზაცია არის დანაშაული მშვიდობის წინააღმდეგ.

რიიგიკოგუ ასევე მხარს უჭერს რუსეთის ფედერაციისთვის, გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის სტატუსის ჩამორთმევას და მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს სანქციების პოლიტიკის გაგრძელებისკენ.

განცხადებაში რიიგიკოგუ ასევე მოუწოდებს ევროკავშირს და ნატოს წევრ ქვეყნებს გაზარდონ უკრაინის როგორც იარაღით, ისე ჰუმანიტარული დახმარება და ქვეყანას მხარი დაუჭირონ ომის შემდგომ რეკონსტრუქციაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge