png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

საქართველომ კარიბის ზღვის აუზის ქვეყნების ყოველწლიურ შეკრებაში მიიღო მონაწილეობა

  • პოლიტიკა
  • 30.09.2015
  • 10:39
საქართველომ კარიბის ზღვის აუზის ქვეყნების ყოველწლიურ შეკრებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველომ წელს პირველად მიიღო მონაწილეობა კარიბის ზღვის აუზის ქვეყნების ყოველწლიურ შეკრებაში - Council for Foreign and Community Relations, რომელიც ქ.ნიუ-იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა.

COFCOR-ის მონაწილეებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მიმართა. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველოსა და კარიბის ზღვის რეგიონს შორის თანამშრომლობის მზარდი დინამიკა და გამოთქვა სურვილი ხელი შეუწყოს ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას. მისი თქმით, საქართველო ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას ეწევა, რაც გამოიხატება ურთიერთვიზიტების ხშირ გაცვლასა და დიპლომატიური წარმომადგენლობების გახსნაში. ამ მხრივ მინისტრმა გამოყო კუბაში საქართველოს საელჩოს გახსნა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონის ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობას.  ახლო მომავალში ასევე იგეგმება CARICOM-ის ყველა წევრი სახელმწიფოს დიპლომატიური გადაფარვა.


„საქართველო არის სანდო მეგობარი, საიმედო პარტნიორი რომელსაც საკუთარი წვლილი შეაქვს მსოფლიო მშვიდობასა და უსაფრთხოებაში“-განაცხადა მინისტრმა. 

შეხვედრაზე განსაკუთრებით გაესვა ხაზი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივას კარგი მმართველობის სფეროში საქართველოს მიერ გატარებული რეფორმების გაზიარების, ასევე განათლების, ტურიზმის, სამართლებრივი სფეროს რეფორმირების სფეროებში.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
  • 17:10
მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
  • 16:59
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
  • 16:57
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
  • 12:43
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
  • 12:31
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
  • 16:47
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge