png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ამ ეტაპზე დაახლოებით 100 პირია დაკითხული - მურადაშვილი ვაკის პარკის ტრაგედიაზე

  • სამართალი
  • 14.10.2022
  • 22:00
 ამ ეტაპზე დაახლოებით 100 პირია დაკითხული - მურადაშვილი ვაკის პარკის ტრაგედიაზე

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, კახა მურადაშვილის თქმით, ამ დრომდე ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე 100-მდე ადამიანია გამოკითხული. მისი თქმით, გამოძიება სწავლობს ყველა დოკუმენტაციას და დანიშნულია ექსპერტიზები.

„როგორც მოგეხსენებათ, მომხდარ ფაქტზე შსს-ს მიერ დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. გამოძიების დაწყებისთანავე შემთხვევის ადგილზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებები, რომელშიც მონაწილეობას იღებდა როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტები. დაიკითხნენ როგორც სამუშაოს შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლები, ასევე თბილისის საქალაქო სამსახურის თანამშრომლები. დაიკითხნენ სკოლის პედაგოგები, მანდატურები და ყველა ის პირი, ვინც შეესწრო ან რაიმე ინფორმაციას ფლობდა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით.

დღემდე უწყვეტად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, დაინიშნა ყველა საჭირო ექსპერტიზა. ამ ეტაპზე დაახლოებით 100 პირია დაკითხული. გამოძიება სწავლობს ყველა დოკუმენტაციას, რომელიც ამოღებულია შემსრულებელი კომპანიისა და თბილისის საქალაქო სამსახურიდან. ეს დოკუმენტაციაა საპროექტო-სამშენებლო დოკუმენტაცია, მიღება-ჩაბარების აქტები, ექსპერტიზის დასკვნები და ასევე ყველა საჭირო დოკუმენტაცია, რომელიც შემხებლობაში არის აღნიშნული სამუშაოს წარმოებასთან თუ დაპროექტებასთან“, – განაცხადა კახა მურადაშვილმა

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge