png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

სამწუხაროა, რომ პოდოლიაკი საქართველოს მტრად გადაიქცა - ნიკოლოზ სამხარაძე

  • პოლიტიკა
  • 13.10.2022
  • 16:07
სამწუხაროა, რომ პოდოლიაკი საქართველოს მტრად გადაიქცა - ნიკოლოზ სამხარაძე

სამწუხაროა, რომ პოდოლიაკი გადაიქცა საქართველოს სახელმწიფოს მტრად. მას თუ ჰგონია, რომ განცხადებებით მხოლოდ ხელისუფლებას აზიანებს და რაღაც პარტიულ ინტერესს ატარებს, ძალიან ცდება, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ მიხაილ პოდოლიაკის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

„არ ვიცი, პოდოლიაკი რამდენად ერკვევა საერთაშორისო ურთიერთობებში. მგონი, ამ სფეროში საერთოდ ვერ ერკვევა, მაგრამ მოვუწოდებდი, ჩაიხედოს რეზოლუციებში, რომლებიც საქართველოს მხრიდან არის მხარდაჭერილი უკრაინის მიმართ და შემდგომში, თუ გაერკვევა, წაიკითხავს ამ რეზოლუციებს, ალბათ ასეთ სამარცხვინო განცხადებებს აღარ გააკეთებს.

ძალიან სამწუხაროა, რომ პოდოლიაკი გადაიქცა საქართველოს სახელმწიფოს მტრად. მას თუ ჰგონია, რომ განცხადებებით მხოლოდ ხელისუფლებას აზიანებს და რაღაც პარტიულ ინტერესს ატარებს, ძალიან ცდება, რადგან ასეთი განცხადებები საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ არის გაკეთებული. ის ამას პირველად არ აკეთებს. უკვე დარწმუნებული ვარ, ამას შეგნებულად აკეთებს, რაც პირდაპირ საქართველოს მტრობაა“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის მოადგილე მიხეილ პოდოლიაკმა გუშინ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა, რომ „ივანიშვილის რუსეთთან თანამშრომლობის მტკიცებულებები არსებობს“. მისივე თქმით, „საქართველოს მთავრობის საუბარში რუსეთის ფედერაციის ხმა ისმის“.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge