png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

რუსეთის მტკიცებით, ყირიმის ხიდის აფეთქებაში საქართველოს ორი მოქალაქეც მონაწილეობდა

  • მსოფლიო
  • 12.10.2022
  • 12:15
რუსეთის მტკიცებით, ყირიმის ხიდის აფეთქებაში საქართველოს ორი მოქალაქეც მონაწილეობდა

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური (ეფ-ეს-ბე) ამტკიცებს, რომ დაადგინეს ყირიმის ხიდის აფეთქების ორგანიზატორების ვინაობა. მათი თქმით,  აფეთქების ორგანიზატორი უკრაინის სადაზრვერვო სამსახურის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი და მისი თანამშრომლები და აგენტები იყვნენ. ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს.

რუსული მხარის მტკიცებით, პროცესებში მონაწილეობდა საქართველოს ორი მოქალაქეც. მათი ინფორმაციით, დააკავეს 8 პირი, აქედან რუსეთის 5 მოქალაქე და 3 უკრაინისა და სომხეთის მოქალაქეები.

უწყების ვერსიით, ფეთქებადი მოწყობილობა დამალული იყო სამშენებლო მასალებში. რუსეთის მტკიცებით, აგვისტოს დასაწყისში ტვირთი თავდაპირველად უკრაინიდან, ოდესის პორტიდან ბულგარეთში, ქალაქ რუსეში გაგზავნეს, აქედან საქართველოში, ფოთის პორტში, ამის შემდეგ კი სომხეთში. რუსეთის ვერსიის მიხედვით, ტვირთი სომხეთიდან კვლავ საქართველოში დააბრუნეს, საიდანაც რუსეთში გადაიტანეს.

ეფ-ეს-ბე-ს მტკიცებით, გადაზიდვების პროცესში, უკრაინისა და სომხეთის მოქალაქეებთან ერთად, მონაწილეობდა საქართველოს ორი მოქალაქე, სანდრო ინოსარიძე და ბროკერი, სახელად ლევანი.

უწყებაში ამბობენ, რომ 4 ოქტომბერს საქართველოში დარეგისტრირებულმა სატვირთო მანქანამ ასაფეთქებელი მასალით დატვირთული ბარგი ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გავლით გადაიტანა.

8 ოქტომბერს, გამთენიისას ანექსირებული ყირიმის რუსეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ ხიდზე აფეთქება მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი სატვირთო მატარებელს გაუჩნდა, ნაწილობრივ ჩამოინგრა საავტომობილო გზაც.

პუტინმა მომხდარზე სამთავრობო კომისიის შექმნის ბრძანება გასცა. რუსული მხარის ინფორმაციით, აფეთქებას 4 ადამიანი ემსხვერპლა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge