png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მასირებული იერიშის შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა 19-მდე გაიზარდა

  • მსოფლიო
  • 11.10.2022
  • 10:57
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მასირებული იერიშის შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა 19-მდე გაიზარდა

უკრაინის წინააღმდეგ 10 ოქტომბერს რუსეთის მიერ განხორციელებული, მასირებული სარაკეტო იერიშის შედეგად მსხვერპლღა რაოდენობა 19-მდე გაიზარდა, დაშავებულია კიდევ 105 ადამიანი.

გუშინ, ვრცელდებოდა ინფორმაცია 14 დაღუპულისა და 97 დაშავებულის შესახებ.

ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.

12 ოლქისა და კიევის დაბომბვის შედეგად ხანძრის 30 კერა გაჩნდა, რომელიც უკვე ლიკვიდირებულია.

ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი კიევის, ლვოვის, სუმის, ტერნოპოლისა და ხმელნიცკის ოლქების 301 დასახლებული პუნქტი.

შეგახსენებთ, 10 ოქტომბერს, დილით რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიის წინააღმდეგ 84 რაკეტა ისროლეს. სარაკეტო დარტყმები დაფიქსირდა ვინიცის, ლვოვის, კიროვოგრადის, მიკოლაივის, პოლტავის, ტერნოპოლის, ჟიტომირისა და კიევის ოლქებში.

მოგვიანებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთმა იერიში მიიტანა უკრაინის ქალაქებსა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე და უკრაინას ახალი სარაკეტო დარტყმებით დაემუქრა.

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის ხელისუფლება მასირებულ შეტევას ჯერ კიდევ ოქტომბრის დასაწყისიდან გეგმავდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ პუტინის სარაკეტო ტერორი ვერ შეარყევს აშშ-ს მხარდაჭერას უკრაინის მიმართ. მანვე ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტეებს გადასცემს.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge