png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

პუტინი მცდარ გადაწყვეტილებებს იღებს, რუსეთის არმია კი გამოფიტულია - ბრიტანეთის სპეცსამსახური

  • მსოფლიო
  • 11.10.2022
  • 10:12
პუტინი მცდარ გადაწყვეტილებებს იღებს, რუსეთის არმია კი გამოფიტულია - ბრიტანეთის სპეცსამსახური

უკრაინამ გადატეხა ომის მსვლელობა და წინააღმდეგობას უწევს რუსეთის არმიას, რომელიც გამოფიტულია. ამის შესახებ საუბარია დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურის, სამთავრობო კავშირების ცენტრის(GCHQ) ხელმძღვანელის, ჯერემი ფლემინგის მოხსენებაში, რომელიც დღეს, 11 ოქტომბერს უნდა გამოქვეყნდეს.

მისი მოხსენების ნაწილი  BBC-ის ჟურნალისტებმა მოიპოვეს.

როგორც GCHQ-ში პროგნოზირებენ, უკრაინის წინააღმდეგ მასირებული იერიშის მიუხედავად, რუს სამხედროებს საბრძოლო მასალა ეწურებათ, ვლადიმირ პუტინი კი მცდარ გადაწყვეტილებებს იღებს.   

 „აშკარაა, რომ უკრაინის გაბედული ქმედებები ბრძოლის ველზე და კიბერსივრცეში სიტუაციას შეცვლის“, - აღნიშნავს ფლემინგი.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტის პუტინის გადაწყვეტილებები შეუზღუდავი ძალაუფლების გამო მცდარი აღმოჩნდა.

ამასთან ფლემინგი ამბობს,რომ უკრაინის წინააღმდეგ 10 ოქტომბერს განცხორციელებული მასირებული იერიშის მიუხედავად, მოსკოვს საბრძოლი მასალა ეწურება, ცოტა ხნის წინ გამოცხადებული მობილიზაცია კი რუსეთის პრეზიდენტის უიმედობის დემონისტრირება იყო, რომელიც გამოიწვევს მის წინააღმდეგ უფრო დიდ კრიტიკას და რუსეთის შემდგომ იზოლაციას.

 „ჩვენ ვიცით და რუსმა მეთაურებმაც იციან, რომ მათი მარაგები და საბრძოლო მასალა იწურება“, - აღნიშნულია ანგარიშში.

გარდა ამისა, ფლემინგის თქმით, რუსეთის დანაკარგი ცოცხალის ძალისა და აღჭურვილობის მხრივ „საოცარია“და ომის პირველ თვეებში რუსეთის წარმატებებს დღეს აზრი დაკარგული აქვს.

 „ეფექტური შიდა წინააღმდეგობის არარსებობის პირობებში, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებები მცდარი აღმოჩნდა. ეს არის მაღალი ფსონების სტრატეგია, რომელიც იწვევს სტრატეგიულ შეცდოებს“, - ნათქვამია GCHQ-ის ხელმძღვანელის განცხადებაში.

ფლემინგის ანგარიშში საუბარია იმაზეც, რომ პრეზიდენტ პუტინის მიერ სიტუაციის შეფასება და მიღებული გადაწყვეტილებები მცდარი იყო და ამას რუსეთის მოქალაქეებიც ხედავენ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge