png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

„საქართველოს უძრავმა ქონებამ“ „გალტ & თაგარტისა“ და „თიბისი კაპიტალის“ დახმარებით 35 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები წარმატებით განათავსა

  • ეკონომიკა
  • 10.10.2022
  • 15:09
„საქართველოს უძრავმა ქონებამ“ „გალტ & თაგარტისა“ და „თიბისი კაპიტალის“ დახმარებით 35 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები წარმატებით განათავსა

10 ოქტომბერი, 2022- „საქართველოს უძრავმა ქონებამ“ (m2-ის მფლობელი კომპანია) წარმატებით გამოუშვა და განათავსა 35 მილიონი აშშ დოლარის 2-წლიანი ობლიგაციები. აღნიშნული ტრანზაქცია „საქართველოს უძრავი ქონებისა“ და „გალტ & თაგარტისთვის“ - რიგით მეშვიდე, „საქართველოს უძრავი ქონებისა“ და თიბისი კაპიტალისთვის კი, პირველი  ერთობლივი წარმატებული განთავსებაა, რაც საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარებას უწყობს ხელს. აღნიშნული ემისია თიბისი კაპიტალის და “გალტ & თაგარტის” რიგით მეორე ერთობლივი განთავსებაა ადგილობრივ ბაზარზე.

პანდემიისა და რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში წარმატებით შესრულებული განთავსება „საქართველოს უძრავი ქონების“ სტაბილურობაზე, ინვესტორების მხრიდან ნდობის მაღალ ხარისხსა და კომპანიის მიმართ დადებით მოლოდინებზე მიუთითებს.

აღნიშნული ობლიგაციების წლიური ფიქსირებული განაკვეთი 8.5%-ს შეადგენს. დაფარვის ვადა 2 წელია და ის 2024 წლის 7 ოქტომბერს დასრულდება. ტრანზაქციის განთავსების აგენტები „გალტ & თაგარტი“ და „თიბისი კაპიტალი“ არიან.

„მოხარული ვართ, რომ “საქართველოს უძრავმა ქონებამ“ ადგილობრივ ბაზარზე კიდევ ერთხელ წარმატებით განათავსა ობლიგაციები. აღნიშნულ ფასიან ქაღალდებზე მოთხოვნამ ჩვენი მოლოდინი გაამართლა, რაც ძალიან სასიხარულოა. ეს წარმატება ჩვენი კომპანიის ძალიან მაღალ სანდოობაზე და „გალტ & თაგარტისა“ და „თიბისი კაპიტალის“ პროფესიონალიზმზე მეტყველებს“, - განაცხადა „საქართველოს უძრავი ქონების“ გენერალურმა დირექტორმა, გურამ ახვლედიანმა.

„მოხარული ვარ აღვნიშნო „გალტ & თაგარტის“ როლი „საქართველოს უძრავი ქონების“ ობლიგაციების განთავსებაში. მორიგი წარმატებული განთავსება მეტყველებს, როგორც „საქართველოს უძრავი ქონების“ სანდოობაზე, ისე ზოგადად, საქართველოში მსგავს ტრანზაქციებზე ინვესტორების მხრიდან ნდობის ზრდაზე. მსურს, ჩვენს კოლეგებთან ერთად, მორიგი წარმატება მივულოცო “გალტ & თაგარტის” მთელ გუნდს. „გალტ & თაგარტი“ საქართველოს ბაზარზე წლებია საინვესტიციო ბანკის როლში ეფექტურად თანამშრომლობს, როგორც კერძო და საჯარო სექტორის სხვადასხვა წარმომადგენელთან, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან” , - განაცხადა “გალტ & თაგარტის”  მმართველმა დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ.

„მოხარული ვართ, რომ „საქართველოს უძრავ ქონებასთან“ ერთად, პირველი ერთობლივი  ემისია წარმატებით განვახორციელეთ და კომპანიას, კაპიტალის ბაზრის დახმარებით, დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოძიებაში შევუწყეთ ხელი, რაც ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებაში კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია. მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი ობლიგაციების განთავსებაში აქტიურად ვართ ჩართული, რითიც ხელს ვუწყობთ, რომ საქართველო როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური კაპიტალისთვის მიმზიდველი ქვეყანა იყოს“, - განაცხადა თიბისი კაპიტალის მმართველმა დირექტორმა, მერი ჩაჩანიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge