png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენლები მოგების გადასახადის რეფორმას გაეცნენ

  • ეკონომიკა
  • 01.03.2016
  • 14:00
დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენლები მოგების გადასახადის რეფორმას გაეცნენ

ფინანსთა სამინისტრო განაგრძობს ბიზნეს ასოციაციებთან შეხვედრებს. მოგების გადასახადის რეფორმისა და საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივების მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებს დღეს დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენლები გაეცნენ. შეხვედრას ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დაესწრო. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ახალი კანონპროექტის განხილვის პერიოდში გათვალისწინებული იყოს ბიზნესის წინადადებები და შენიშვნები.

ასოციაციის წარმომადგენლები დეტალურად გაეცნენ მოგების გადასახადის რეფორმასთან დაკავშირებულ ტექნიკურ და ადმინისტრაციულ საკითხებს, მისი განხორციელების შემთხვევაში, მოსალოდნელ საფინანსო-ეკონომიკურ შედეგებს.

შეხვედრაზე, ასევე, საუბარი შეეხო საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივების მიმართულებით დაგეგმილ სიახლეებს, მათ შორის, ძირითადი საშუალებების იმპორტის დღგ-სგან განთავისუფლების, აღიარებული დავალიანებების ჩამოწერისა და დავის პერიოდში საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადების საკითხებს.

„თქვენთვის ცნობილია, რომ საქართველოში ძალიან სერიოზული რეფორმა იწყება. საქართველოს პარლამენტს უკვე წარედგინა მთავრობის წინადადება - პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მოგების გადასახადის მაგივრად, საქართველოში იქნება განაწილებული მოგების გადასახადი. აღნიშნული რეფორმის შედეგად, ეკონომიკაში დარჩება მეტი თანხები რეინვესტირებისთვის, განვითარებისთვის და ქვეყნის ეკონომიკას ექნება უფრო მეტი შესაძლებლობები. დაგეგმილია ასევე ცვლილებები საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივების მიმართულებით. ეს არის გადაწყვეტილებები, რომლებიც მიმართულია ბიზნეს გარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესებისთვის. ფინანსთა სამინისტრო მზადაა, ასეთ რეჟიმში გააგრძელოს კომუნიკაცია ბიზნესთან. ჩვენ გვექნება შეხვედრები სხვა ასოციაციებთან და მათაც მივაწვდით ინფორმაციას აღნიშნული რეფორმის თაობაზე. მოვისმენთ ბიზნესის წინადადებებსა და მოსაზრებებს და თუ ვნახავთ, რომ არის გარკვეული ხარვეზები, ჩვენ ამ ხარვეზებს გავასწორებთ,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა.

როგორც დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ელგუჯა მელაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია ბიზნესს სწორი ინფორმაცია ჰქონდეს დაგეგმილი რეფორმის შესახებ, რისთვისაც აუცილებელია აქტიური კომუნიკაცია მთავრობასა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის. „მოვისმინეთ საინტერესო პრეზენტაცია. განაწილებული მოგების გადასახადის შემოღება სერიოზული შეღავათი იქნება ბიზნესისთვის, რადგან ეს თანხები, ისევ ინვესტიციებს და საწარმოების განახლებას, ინოვაციური პროექტების დაფინანსებას მოხმარდება,“ - განაცხადა ასოციაციის პრეზიდენტმა, ელგუჯა მელაძემ.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა.  ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებმა უპასუხეს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრების მიერ დასმულ შეკითხვებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge