png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

რუსეთი ბირთვული ომის დაუშვებლობის განცხადების ერთგული რჩება - ლავროვი

  • მსოფლიო
  • 08.10.2022
  • 21:01
რუსეთი ბირთვული ომის დაუშვებლობის განცხადების ერთგული რჩება - ლავროვი

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთი ერთგული რჩება ბირთვული იარაღის მფლობელი ხუთი სახელმწიფოს ერთობლივი განცხადებისა, რომელიც ბირთვული ომის დაუშვებლობას გულისხმობს. ლავროვმა ამის შესახებ რუსულ მედიას განუცხადა.

"უკრაინის გარშემო შექმნილი კრიზისის პირობებში სწორედ ამერიკელები და მათი მოკავშირეები ცდილობენ აქტიურად შემოიტანონ საჯარო ხმარებაში ბირთვული რიტორიკა. შეგახსენებთ, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეცდომა უწოდა იმ ბირთვულ იარაღზე უარის თქმას, რომელიც სსრკ-ს დაშლის შემდეგ მათ ტერიტორიაზე დარჩა. ამის შემდეგ დასავლელმა პოლიტიკოსებმა "ბირთვული რიტორიკის" გამოყენება დაიწყეს. მაგალითად, გავიხსენოთ წინასაარჩევნო კამპანიის დროს დიდი ბრიტანეთის ამჟამინდელმა პრემიერმინისტრმა რა მარტივად გასცა დაპირება, რომ საჭიროების შემთხვევაში "წითელ ღილაკს" დააჭერს.

რუსეთი ერთგული რჩება ბირთვული იარაღის მფლობელი ხუთი სახელმწიფოს ლიდერის განცხადების, რომელიც მიმდინარე წლის 3 იანვრით არის დათარიღებული.

მაგრამ დასავლეთში ყველაფერს ამახინჯებენ და ცდილობენ წარმოაჩინონ საქმე ისე, თითქოს რუსეთი აჟღერებს ბირთვულ საფრთხეებს და რომ მას შეუძლია ბირთვული იარაღის გამოყენება უკრაინაში. მიმართავენ სხვადასხვა მანიპულაციას და აშკარა სიცრუეს. თუმცა ამას ყველა დიდი ხანია მიეჩვია", - განაცხადა ლავროვმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge