png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

თქვენ ჯერ კიდევ შეგიძლიათ იხსნათ რუსეთი ტრაგედიისგან - რეზნიკოვი რუს ოფიცრებსა და სამხედრო მეთაურებს მიმართავს

  • მსოფლიო
  • 07.10.2022
  • 11:23
თქვენ ჯერ კიდევ შეგიძლიათ იხსნათ რუსეთი ტრაგედიისგან - რეზნიკოვი რუს ოფიცრებსა და სამხედრო მეთაურებს მიმართავს

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსეი რეზნიკოვმა რუს სამხედროებს მიმართა და მოუწოდა დრო არ დაკარგონ და რუსეთი ტრაგედიისგან იხსნან, რუსეთის არმია კი - დამცირებისგან. მან განაცხადა, რომ რუსეთის ხელძღვანელობამ ისინი მოატყუა და გაყიდა, როდესაც ვლადიმირ პუტინის ილუზიური მიზნებისთვის სასიკვდილოდ გაიმეტა.

„ეს არის გზავნილი კიევიდან. მე ვარ ოლექსეი რეზნიკოვი, უკრაინის თავდაცვის მინისტრი. მივმართავ რუსეთის არმიის სამხედროებს, მეზღვაურებს, სერჟანტებს, მეთაურებს, ოფიცრებს, გენერლებსა და ადმირალებს... უპირველეს ყოვლისა, ჩემი მოწოდება მიმართულია ოფიცრებისა და სარდლობის მიმართ, რადგან თქვენ იღებთ გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა რეზნიკოვმა.

რეზნიკოვი ამბობს, რომ უკრაინელები თავს იცავენ, რუსები კი მარხავენ თავიანთ თანამებრძოლებს.

„ახლა თქვნი მედესანტეები იღუპებიან დნიპროს მარჯვენა სანაპიროზე. მათ იციან თავიანთი საქმე. მაგრამ კრემლში ვიღაცამ გადაწყვიტა მათი სასიკვდილოდ გამეტება... თქვენ მოგატყუეს და გიღალატეს. თქვენ გპირდებოდნენ იოლ გასეირნებას, მაგრამ ხაფანგში გაგიშვეს. თქვენ სისხლით იხდით საფასურს ვიღაცის ფანტაზიებისა და ცრუ მიზნებისთვის. ახლა თქვენ არ გისმენენ, რადგან თქვენი მოსმენა ნიშნავს შეცდომების აღიარებას, მოსკოვში კი არ უყვართ სიმართლე. მათთვის მარტივია ილაპარაკონ, რომ თქვენ გმირულად დაიღუპეთ, ნატო-სთან ბრძოლაში“, - თქვა რეზნიკოვმა.

მან აღნიშნა, რომ რუსი სამხედროები  უკრაინში არავის „ათავისუფლებენ“, არამედ ანადგურებენ ქალაქებს, სადაც ცოტა ხნის წინ მათ კეთლ მეზობლებად მიიჩნევდნენ.

„გეტყვით რა იქნება შემდეგ, ათასობით რუსი ახალგაზრდა დაიღუპება, უფრო მეტი დარჩება ხელებისა და ფეხების გარეშე. თქვენ დაგადანაშაულებენ და ისევ გიღალატებენ, როგორც არაერთხელ გიღალატეს“, - თქვა რეზნიკოვმა.

მან განაცხადა, რომ უკრაინელებს რუსეთის მიწები არ სჭირდებათ, თავისიც საკმარისი აქვთ.

„ჩვენ ვაძლევთ სიცოცხლის, უსაფრთხოების და სამართლიანობის გარანტიას ყველას, ვინც დაუყოვნებლივ უარს იტყვის ბრძოლაზე.  ჩვენ ტრიბუნალს გადავცემთ ყველას, ვინც იძლეოდა დანაშაულებრივ ბრძანებებს. თქვენ ჯერ კიდევ შეგიძლიათ გადაარჩინოთ რუსეთი ტრაგედიისგან, რუსეთი არმია კი დამცირებისგან, მაგრამ დრო გადის. არ დაკარგოთ ეს დრო“, - განაცხადა რეზნიკოვმა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge