png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

4 ოქტომბერი ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღეა

  • საზოგადოება
  • 04.10.2022
  • 12:55
4 ოქტომბერი ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღეა

4 ოქტომბერს, მსოფლიოში ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღე (World Animal Day) აღინიშნება.

1226 წელს, ამ დღეს წმინდა ფრანცისკ ასიზელი დაიღუპა. მან დააარსა ორდენი, რომელიც "ჩვენს პატარა ძმებს", ცხოველებსა და ფრინველებს იცავდა.

ფრანცისკის მოკრძალებულმა დამოკიდებულებამ ყველა სულიერის მიმართ, მისმა თანაგრძნობისა და სხვისი ტკივილის განცდის უნარმა განაპირობა ის, რომ იგი წმინდანად აღიარეს და ცნობილი გახდა მთელ მსოფლიოში.

არსებობს წმინდა ფრანცისკის სახელობის პრემია, რომელსაც ადამიანებს ბუნების დაცვის სფეროში განსაკუთრებული დამსახურებისთვის ანიჭებენ.

გადაწყვეტილება ცხოველთა დაცვის მსოფლიო დღის აღნიშვნის შესახებ 1931 წელს, ფლორენციაში, ბუნების დაცვის მომხრეების საერთაშორისო კონგრესზე მიიღეს.

ცხოველთა დაცვის საზოგადოებებმა განაცხადეს, რომ მზად არიან, ყოველწლიურად აღნიშნონ ეს დღე და მოაწყონ სხვადასხვა ღონისძიება, რომელიც მიმართული იქნება ყოველი ცოცხალი არსების მიმართ ადამიანური პასუხისმგებლობის გაზრდისკენ.

1986 წელს, ევროპის საბჭომ ექსპერიმენტებში მონაწილე ცხოველების დაცვის კონვენცია მიიღო, 1987 წელს კი - კონვენცია შინაურ ცხოველთა დაცვის შესახებ.

ცხოველთა დაცვის მსოფლიო დღის მიზანია, გააერთიანოს ადამიანთა ძალისხმევა ცხოველთა სამყაროსა და შინაური ცხოველების უფლებების დასაცავად.

საქართველოში ეს დღე პირველად 2009 წელს "საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების" მიერ აღინიშნა.

2011 წელს საქართველო ოფიციალურად დარეგისტრირდა იმ ქვეყანათა ნუსხაში, სადაც ეს დღე რეგულარულად აღინიშნება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge