png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

რუსები „აზოვსტალელ“ ტყვეებს ცხოველებივით ექცეოდნენ - მიხაილო დიანოვი

  • მსოფლიო
  • 02.10.2022
  • 14:05
რუსები „აზოვსტალელ“ ტყვეებს ცხოველებივით ექცეოდნენ - მიხაილო დიანოვი

რუსები „აზოვსტალელ“ ტყვეებს ცხოველებივით ექცეოდნენ, აშიშვლებდნენ, სცემდნენ, წებოვან ლენტებს აკრავდნენ და ამცირებდნენ.

ამის შესახებ ტყვეობიდან გათავისუფლებულმა საზღვაო ქვეითმა მიხაილო დიანოვმა Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა.

ის სხვა ტყვეებთან ერთად ოკუპირებული ელონოვკის კოლონიაში იმყოფებოდა.

მიხაილო ამ ადგილს საკონცენტრაციო ბანაკს უწოდებს და იხსნებს ოკუპანტები როგორ აშიმშილებდნენ ტყვეებს.

„ისინი ჩვენ ცხოველებივით გვეპყრობოდნენ. ჭამა შეუძლებელი იყო. ჭამისთვის გვაძლვდნენ 30 წამს. 30 წამში უნდა მოგვესწრო ყველაფრის ჭამა. პური განზრახ ძალიან იყო გამხმარი, ბიჭები, რომლებსაც კბილები დააძრეს, ჭამას ვერ ასწრებდნენ. 30 წამის შემდეგ ჭამა უნდა შეგეწყვიტა. შემდეგ მაშინვე უნდა ამდგარიყავი და გაქცეულიყავი. სულ ასე იყო“, - ამბობს დიანოვი.

დიანოვი ასევე იხსენებს, რომ ტყვეებს ათავსებდნენ სამარტოო საკანში და აწამებდნენ იმისთვის, რომ მათ მიწიდან კენკრა აიღეს და შეჭამეს. მათ სცემდნენ ჯოხებით, იყენებდნენ ელეტქროშოკს და ფრჩხილების ქვეშ ნემსებს ურჭობდნენ.

 „მერწმუნეთ, ერთთვიანი შიმშილობის შემდეგ, როდესაც თვალებს ხუჭავ, გავიწყდება ოჯახი, ქვეყანა, ყველაფერი. ერთადერთი, რაზეც ფიქრობ - ეს  საჭმელია“, - ამბობს დიანოვი.

ამასთან, ციხეში იმაზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, ვიდრე შენობა იტევდა. ბლოკში 150-ის ნაცვალდ 800 ადამიანი იყო მოთავსებული. წარმოუდგენელი სიმჭიდროვის გამო, რომელიც ხალხმრავლობით იყი გამოწვეული, დიანოვს შეექმნა პრობლემები ფეხებზე. ამჟამად მას სიარული უჭირს.

ტყვეობაში ყოფნის ოთხი თვის განმავლობაში რუსებმა მიხაილო ისე შეცვალეს, რომ მისი ცნობა შეუძლებელია. დიანოვმა 40 კგ დაიკლო, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კი უკიდურესად მძიმეა.

რუსები დაჭრილებს საჭირო სამედიცინო დახმარებას თითქმის არ უწევდნენ. ტყვეობაში ჩავარდნის მომენტში დიანოვს მოტეხილი ჰქონდა მარჯვენა ხელი. ოკუპანტებმა მას ოპერაცია ბრტყელტუჩითა და ანესთეზიის გარეშე გაუკეთეს. ტყვეობაში ყოფნის დროს, სამედიცინო დახმარების არარსებობის გამო, ძვალი ნახევარწრიულად გაიზარდა.

ახლა დიანოვმა 20 კილოგრამით უნდა მოიმატოს, ვიდრე ხელზე ოპერაციას გაიკეთებს. ფსიქიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას კი გაცილებით დიდი დრო დასჭირდება.

 „ყველა ტრავმირებულია. მე თავს ფსიქიკურად ძლიერ ადამიანად მივიჩნევ, მაგრამ ჩემთვის ბევრმა რამ ფასი დაკარგა“, - ამბობს მიხაილო.

21 სექტემბერს რუსების ტყვეობიდან 215 ადამიანი გათავისუფლდა. უკრაინის პრეზიდენტის ოფისში განაცხადეს, რომ 200 უკრაინელი დამცველი პუტინის ნათლიმამა ვიქტორ მედვედჩუკზე გაცვალეს.

Звільнений морський піхотинець Діанов розповів, як росіяни мучать полонених голодом / фото t.me/polkazov

Звільнений морський піхотинець Діанов розповів, як росіяни мучать полонених голодом / фото Фейсбук Віолетти Кіртокі

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge