png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

დავით ბაქრაძე ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 01.03.2016
  • 12:00
დავით ბაქრაძე ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

29 თებერვალს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ორმხრივი შეხვედრა გამართა ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ბორგე ბრენდესთან. ნორვეგიის სამეფოში, ქ.ოსლოში სახელმწიფო მინისტრის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ასევე, შეხვედრა გაიმართა სტურტინგის (ნორვეგიის პარლამენტი) საგარეო საქმეთა და თავდაცვის კომიტეტის წევრთან, პარლამენტის პირველ ვიცე-პრეზიდენტთან  მარიტ ნიბაკთან.

მხარეებმა საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესსა და სხვადასხვა სფეროში განხორციელებულ, თუ  მიმდინარე რეფორმებზე იმსჯელეს. ქართული მხარის მიერ განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს მიერ ნატოს წევრობის გზაზე დაფიქსირებული პროგრესი. ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხზეც. მხარეების მიერ კმაყოფილებით აღინიშნა EFTA-თან (ნორვეგია, ისლანდია, ლიხტენშტეინი და შვეიცარია) მოლაპარაკებები წარმატებით დასრულება თავისუფალი ვაჭრობის თვალსაზრისით.

„საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ EFTA-ს წარმომადგენლებთან დაასრულა მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი და ჩვენ უახლოეს მომავალში ველოდებით ხელმოწერას თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებისა და საქართველოსა და EFTA-ს სახელმწიფოებს შორის. რა თქმა უნდა, საუბარი შეეხო ორმხრივ ურთიერთობებს, იმ მხარდაჭერას, რომელსაც ნორვეგია უცხადებს საქართველოს მისი ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ასევე, აღსანიშნავია, რომ ნორვეგია არის შენგენის წევრი ქვეყანა, შესაბამისად, ის თავისუფალი მიმოსვლა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ გახდება ხელმისაწვდომი, გავრცელდება, ასევე, ნორვეგიაზეც.“

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრს სამუშაო ლანჩზე უმასპინძლა ევროპის ეკონომიკური ზონის და ევროკავშირის საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა ელსბეთ ტრონსტადმა. ნორვეგიულმა მხარის წარმომადგენლებმა გამოხატეს მზაობა ნორვეგიის, როგორც ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის, ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობების მიმართულებით მდიდარი გამოცდილების გაზიარების თაობაზე.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge