png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ევროკავშირი მტკიცედ და ცალსახად გმობს რუსეთის მიერ დონეცკის, ლუჰანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონების უკანონო ანექსიას

  • მსოფლიო
  • 30.09.2022
  • 18:05
ევროკავშირი მტკიცედ და ცალსახად გმობს რუსეთის მიერ დონეცკის, ლუჰანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონების უკანონო ანექსიას

ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც მტკიცედ და ცალსახად დაგმეს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების დონეცკის, ლუჰანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების უკანონო ანექსია.

„ჩვენ არ ვაღიარებთ და არასდროს ვაღიარებთ უკანონო „რეფერენდუმებს“, რომლებიც რუსეთმა ჩაატარა უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მორიგი დარღვევის საბაბად, არც მათ ფალსიფიცირებულ და უკანონო შედეგებს. ჩვენ არასდროს ვაღიარებთ მათ უკანონო ანექსიას. ეს გადაწყვეტილებები ბათილია და არ ექნებათ იურიდიული ძალა. ყირიმი, ხერსონი, ზაპოროჟიე, დონეცკი და ლუჰანსკი უკრაინაა. მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფოს და საერთაშორისო ორგანიზაციას, უპირობოდ უარყონ ეს უკანონო ანექსია“, – ნათქვამია ევროკავშირის 27 ქვეყნის განცხადებაში.

ევროკავშირის განცხადებით, უკრაინა ახორციელებს თავის ლეგიტიმურ უფლებას, დაიცვას საკუთარი თავი რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, რათა დაამყაროს სრული კონტროლი თავის ტერიტორიაზე. კიევს აქვს უფლება, გაათავისუფლოს ოკუპირებული ტერიტორიები.

„კრემლის ბირთვული მუქარები, სამხედრო მობილიზაცია და სტრატეგია, ყალბად წარმოაჩინოს უკრაინული ტერიტორიები რუსეთის ნაწილად და ამტკიცოს, რომ ომი შესაძლოა, რუსეთის ტერიტორიაზე მიმდინარეობდეს, ჩვენს სიმტკიცეს არ შეარყევს. ჩვენ გავამკაცრებთ ჩვენს შემზღუდავ ზომებს რუსეთის უკანონო ქმედებების წინააღმდეგ. ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ რუსეთზე ზეწოლას მისი აგრესიის ომის დასასრულებლად“, – ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და სეპარატისტმა ლიდერებმა ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუჰანსკის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ „შეთანხმებებს“ ხელი მოაწერეს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge